Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამწლიანი საქმიანობის შემდეგ აშშ-ის სპეცწარგზავნილი ავღანეთში, ზალმაი ხალილზადი, თანამდებობას ტოვებს


ზალმაი ხალილზადი
ზალმაი ხალილზადი

სამწლიანი საქმიანობის შემდეგ, თანამდებობას ტოვებს აშშ-ის სპეცწარგზავნილი ავღანეთში, ზალმაი ხალილზადი, რომელსაც ამ პოსტზე მისი მოადგილე, ტომას ვესტი შეცვლის. ამის შესახებ 19 ოქტომბერს გამოაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა.
ხალილზადი იყო მთავარი ამერიკელი დიპლომატი, რომელიც ყატარში მიმდინარე მოლაპარაკებებს უძღვებოდა დაჯგუფება თალიბანთან, ვიდრე ექსტრემისტულმა დაჯგუფებამ აგვისტოს ბოლოს არ დაამხო დასავლეთის მიერ მხარდაჭერილი ავღანეთის მთავრობა.

გადადგომის თაობაზე სახელმწიფო მდივნის სახელზე დაწერილ პატაკში, ხალილზადი იცავს თავის საქმიანობას, მაგრამ იმასაც აღნიშნავს, რომ ვერ შეასრულა ის, რისი მიღწევაც მას თავის ბოლო ამპლუაში სურდა. „პოლიტიკური შეთანხმება აშშ-ის მთავრობასა და თალიბანს შორის ვერ განვითარდა ისე, როგორც ეს ჩაფიქრებული იყო“, აღნიშნავს ბლინკენისადმი გაგზავნილ თავის წერილში ზალმაი ხალილზადი. „ამის მიზეზი საკმაოდ რთულია, რაზეც საკუთარ მოსაზრებებს უახლოეს დღეებსა და კვირებში გაგიზიარებთ“, - დასძენს 70 წლის დიპლომატი, რომელიც დაიბადა და გაიზარდა ავღანეთში.
მისი მემკვიდრე, ტომას ვესტი, უკვე ხელმძღვანელობდა აშშ-ის დელეგაციას ყატარში გამართული მოლაპარაკების ბოლო რაუნდზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG