Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

FBI ვაშინგტონში „საგამოძიებო მოქმედებებს“ ატარებს ოლეგ დერიპასკას სახლში


ოლეგ დერიპასკა
ოლეგ დერიპასკა

აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიურო (FBI) ვაშინგტონში „საგამოძიებო მოქმედებებს“ ატარებს რუსი ოლიგარქის, ოლეგ დერიპასკას სახლში. ამის შესახებ FBI-ის ოფიციალურმა წარმომადგენელმა გააკეთა განცხადება.

როგორც ტელეარხი NBC News-ი იტყობინება, მისი ჟურნალისტები იმყოფებიან დერიპასკას სახლთან, რომელიც FBI-ის აგენტებითაა გარშემორტყმული.

როგორც იტყობინებიან, FBI-ის თანამშრომლები დერიპასკას სახლში შევიდნენ. ჩხრეკის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

მილიარდერი და ნავთობის მაგნატი ოლეგ დერიპასკა ცნობილია თავისი ახლო კავშირებით რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან.

აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ ოლიგარქი შეიყვანა იმ ოცი ოფიციალური პირისა და საწარმოს სიაში, რომელთა წინააღმდეგაც აშშ-მა 2018 წელს სანქციები დააწესა.

მოგვიანებით ვაშინგტონმა სანქციები მოუხსნა დერიპასკას ორ ძირითად კომპანიას, ალუმინის გიგანტ Rusal-სა და მის დედობილ კომპანია En+ Group-ს. დერიპასკამ სასამართლოში გაასაჩივრა მის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები, მაგრამ ივნისში სასამართლომ უარყო მისი სარჩელი.

ადრე იტყობინებოდნენ, რომ სავარაუდოდ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის ნათესავები იყენებენ ბიზნესმენ ოლეგ დერიპასკას კერძო თვითმფრინავებს, სახლებსა და სასტუმროებს. სანაცვლოდ ლავროვი ლობირებას უწევს ბიზნესმენის ინტერესებს, ნათქვამია ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის თანამებრძოლების გამოძიებაში.

XS
SM
MD
LG