Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თელავის სოფელ ნაფარეულთან ​ ავტოავარია მსხვერპლით დასრულდა


ერთი მგზავრი დაიღუპა თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაფარეულთან მომხდარ ავტოავარიაში. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, „ჯიპ ჩეროკისა” და „ტოიოტას” მარკის ავტომობილის მძღოლებმა საჭე ვერ დაიმორჩილეს და ერთმანეთს შეეჯახნენ.

ორივე მანქანის დანარჩენი მგზავრების ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

XS
SM
MD
LG