Accessibility links

site logo site logo

იერუსალიმის ძველ ქალაქში შეტაკებისას არიან დაშავებულები


ისრაელების დემონსტრაცია იერუსალიმში, დამასკის კარიბჭეთან, 2021 წლის 15 ივნისს. "დროშებით მსვლელობა" გაიმართა ჰამასის მუქარის მიუხედავად.

იერუსალიმის ძველ ქალაქში შეტაკება მოხდა ისრაელის პოლიციასა და პალესტინელებს შორის.

დაშავებულია 17 ადამიანი.

ადგილობრივი მედია ოფიციალურ მონაცემებზე დაყრდნობით იტყობინება, რომ პოლიციამ გამოიყენა ცრემლსადენი გაზი და ხმოვანი ყუმბარები პალესტინელების წინააღმდეგ, რომლებიც ქვებს ისროდნენ.

შეტაკება მოხდა ასევე ქალაქ ჰებრონში. იერუსალიმის ძველ ქალაქში დაძაბულობა გამწვავდა ბოლო დღეებში.

გერმანიის DPA-ს სააგენტო იტყობინება პალესტინელთა წყაროების თანახმად, რომ ამჟამინდელი ესკალაცია დაიწყო თვის დასაწყისში, როცა მემარჯვენე ებრაელმა აქტივისტებმა დამასკის კარიბჭესთან პალესტინელები გამოიწვიეს და მათ ლანძღავდნენ.

გერმანული სააგენტოს ცნობით, ებრაელი ახალგაზრდები ასახული არიან ვიდეოჩანაწერზე, სადაც ჩანს, როგორ ესვრიან ქვებს პალესტინელებს, რომლებმაც, შემდგომ, სოციალური ქსელით გაავრცელეს მოწოდება, შეკრებილიყვნენ დამასკის კარიბჭესთან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG