Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ის გირჩელი ბავშვი ვიცე-მერი" აღარ ვარ" - კობერიძის ნაცვლად მელიას გუნდში ჯაფარიძე დაასახელეს


ცოტნე კობერიძე
ცოტნე კობერიძე

გაერთიანებული ოპოზიციის თბილისის მერობის კანდიდატის, ნიკა მელიას მიერ დასახელებულ დედაქალაქის კოალიციური გუნდის კანდიდატებს შორის ვერ მოხვდა „გირჩი - მეტი თავისუფლების" წევრი ცოტნე კობერიძე, რომელიც 2 ოქტომბრის არჩევნებში ვიცემერობის კანდიდატად დასახელდა.

„მეგობრებო, ვიცე-მერობის კანდიდატი ჩემ მაგივრად ზურაბ ჯაფარიძე იქნება. დღეს დილით ვისაუბრეთ, აღმოჩნდა, რომ სხვა პარტიის ლიდერებმა გადაწყვიტეს მეორე ტურში თვითონაც აქტიურად ჩაერთონ, ამ პროცესისთვის ზურას როლი დიდი ფაქტორია, მთავარია ხმები მაქსიმალურად მობილიზდეს და ამას ზურა როგორც ვიცე-მერობის კანდიდატი ჩემზე კარგად იზამს.

ჩემთვის უპირველესი ამოცანაა „ქართული ოცნების" დამარცხება, თუ თბილისი კალაძემ წააგო გარდაუვალი მგონია რეჟიმის ჩამოშლა", - წერს „ფეისბუკის" პირად გვერდზე ცოტნე კობერიძე.

როგორც პოლიტიკოსი აღნიშნავს, ახლა მთავარია კალაძე დამარცხდეს. მას იმედი აქვს, რომ ამ გადაწყვეტილებით საკუთარ წვლილს შევიტან.

„დღეიდან „ის გირჩელი ბავშვი ვიცე-მერი" აღარ ვარ, მოვძებნი ახალ გამოწვევებს", - წერს კობერიძე.

30 ოქტომბერს დანიშნული თბილისის მერის არჩევნების მეორე ტურისთვის გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატმა ნიკა მელიამ მოადგილეობის კანდიდატები დაასახელა. ესენი არიან:

  • თბილისის მერის მოადგილეობის კანდიდატი - მამუკა ხაზარაძე - „ლელო"-ს ლიდერი;
  • თბილისის მერის მოადგილეობის კანდიდატი - ზურაბ გირჩი ჯაფარიძე;
  • თბილისის მერის მოადგილეობის კანდიდატი ელენე ხოშტარია - „დროა"-ს ლიდერი;
  • თბილისის მერის მოადგილეობის კანდიდატი ირაკლი აბესაძე.

მუნიციპალური არჩევნების მეორე ტური 2 ოქტომბერს გაიმართება.

XS
SM
MD
LG