Accessibility links

site logo site logo

უკრაინაში აპრილის შემდეგ ყველაზე მაღალია COVID-19-ის სტატისტიკა


ვაქცინაციის ცენტრი კიევში.

უკრაინაში COVID-19-ით გამოწვეული სიკვდილიანობის ახალი სარეკორდო მაჩვენებელი აღინიშნა მას შემდეგ, რაც ქვეყანაში გრძელდება დაავადების გავრცელება მიუხედავად წინა თვეში დაწესებული მკაცრი აკრძალვებისა.

ჯანდაცვის სამინისტრომ 21 ოქტომბერს განაცხადა, რომ უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში გამოვლინდა კორონავირუსით ინფიცირების 22415 ახალი შემთხვევა. უკანასკნელი სარეკორდო მაჩვენებელი - 20341 - 3 აპრილს დაფიქსირდა.

ბოლო დღე-ღამეში დაავადებით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 546-ს მიაღწია.

მთლიანობაში 41-მილიონიან უკრაინაში 62 ათასამდე ადამიანი ემსხვერპლა კორონავირუსის პანდემიას.

უკრაინის ხელისუფლებამ გასულ თვეში მკაცრი ზომების გატარება დაიწყო COVID-19-ის წინააღმდეგ. უკანასკნელ დღეებში ახალი აკრძალვების შესახებ გამოაცხადეს. კანონმდებლებმა ასევე გააგრძელეს საგანგებო ვითარება, რაც ხელისუფლებას წლის ბოლომდე უფლებას აძლევს, აკრძალვები შემოიღოს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG