Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინამ აშშ-სგან მიიღო სამხედრო დახმარების მესამე ნაწილი


უკრაინის და აშშ-ის დროშები
უკრაინის და აშშ-ის დროშები

უკრაინაში ჩავიდა აშშ-ის მიერ გამოყოფილი სამხედრო დახმარების მესამე ნაწილი. ესაა აშშ-ის მთავრობის მიერ უკრაინის შეიარაღებული ძალების საჭიროებებისთვის გამოყოფილი დახმარების 60 მილიონი დოლარის ღირებულების, დამაგვირგვინებელი პარტია, რომელშიც შედის სამხედრო მასალები, ტანკსაწინააღმდეგო და მაღალი სიზუსტის იარაღი, სამედიცინო აღჭურვილობა და სხვა მასალები.

"ჩვენი სურვილია უკრაინა ვიხილოთ ნატოსკენ გზაზე შემდგარ, მშვიდობიან და თავისუფალ სახელმწიფოდ" - თქვა კიევის აეროპორტში უკრაინაში აშშ-ის საელჩოს სამხედრო ატაშემ, პოლკოვნიკმა ბრიტანი სტიუარტმა.

აშშ-ის სამხედრო დახმარების მიწოდების შესახებ შეთანხმება გაფორმდა სექტემბრის დასაწყისში, უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ვიზიტის დროს აშშ-ში. დამატებითი დახმარების პირველი და მეორე პარტიები კიევში 10 და 18 ოქტომბერს ჩავიდა.

XS
SM
MD
LG