Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სანკტ-პეტერბურგის პოლიციამ დააკავა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ყალბ სქემაში ეჭვმიტანილები


სანკტ-პეტერბურგის პოლიციამ დააკავა ექიმი და ოთხი მედდა, რომლებიც ეჭვმიტანილები არიან COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ყალბი მოწმობების გაცემაში.

როგორც რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა 23 ოქტომბერს განაცხადა, ხუთივე დაკავებული მუშაობდა პავლოვის სახელობის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კლინიკაში. მათ ბრალად ედებათ მოქალაქეებისთვის ვაქცინაციის სერტიფიკატის დაბეჭდილი და ციფრული ფორმებით გაცემა, როცა სინამდვილეში ისინი გამოუყენებელ ვაქცინებს ანადგურებდნენ.

გამომძიებლები აცხადებენ, რომ იძიებენ 12 შემთხვევას, როცა დაკავებულმა პირებმა, გავრცელებული ცნობებით, 100,000 რუბლზე, ანუ 1,425 ამერიკულ დოლარზე მეტი თანხა აიღეს.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში სამედიცინო სფეროს თანამშრომლებს 12 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG