Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უზბეკეთში დასრულდა პრეზიდენტის არჩევნები. შავკატ მირზიოევი უპირობო ფავორიტია


შავკატ მირზიოევი ოჯახის წევრებთან
შავკატ მირზიოევი ოჯახის წევრებთან

უზბეკეთში ორშაბათს გამოქვეყნდება კვირას გამართული პრეზიდენტის არჩევნების პირველადი შედეგები, მაგრამ ანალიტიკოსებს ეჭვი არ ეპარებათ, რომ არჩევნებში გამარჯვებას იოლად მოიპოვებს მოქმედი პრეზიდენტი შავკატ მირზიოევი, რომელსაც არ ჰყოლია ანგარიშგასაწევი პრეტენდენტები.

მირზიოევი მეორედ იყრის პრეზიდენტის პოსტზე კენჭს მმართველი ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიიდან. მიუხედავად იმისა, რომ კენჭისყრაში მონაწილეობდა კიდევ 4 კანდიდატი, - მრავალრიცხოვანი ანალიტიკოსი, ჟურნალისტი და უფლებადამცველი აცხადებენ, რომ არჩევნები უზბეკეთში ვერ ჩაითვლება კონკურენტულად, ვინაიდან მასზე არ დაუშვეს რეალური ოპოზიციის წარმომადგენლები.

მას შემდეგ, რაც 1991 წელს საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობა მოიპოვა, ეს მეექვსე საპრეზიდენტო არჩევნებია უზბეკეთისთვის, სადაც 35 მილიონამდე ადამიანი ცხოვრობს. საარჩევნო ადმინისტრაციის ცნობით, ამომრჩევლის აქტივობამ 80 პროცენტს გადააჭარბა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG