Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

Microsoft-ი აცხადებს, რომ რუსეთის მიერ მხარდაჭერილმა ჰაკერებმა იერიში მიიტანეს ტექნოლოგიის მიწოდების ქსელზე


Microsoft-ის განცხადებით, რუსეთის მიერ მხარდაჭერილი ჰაკერების ჯგუფი, რომელმაც შარშან იერიში მიიტანეს აშშ-ის კომპანია SolarWinds-ის პროგრამულ უზრუნველყოფაზე, განაგრძობს შეტევებს ამ გლობალური ტექნოლოგიების ქსელზე.

24 ოქტომბრით დათარიღებულ ბლოგპოსტში კომპანია წერს "ეს ბოლო აქტივობა კიდევ ერთი ნიშანია იმისა, რომ რუსეთი ცდილობს მოიპოვოს გრძელვადიანი, სისტემატიური წვდომა ტექნოლოგიის მიწოდების ქსელის ბევრ კომპონენტზე და დაამყაროს დაკვირვების მექანიზმი, ახლა ან სამომავლოდ".

კიბერშეტევები პირველად მაისში შენიშნეს და მას შემდეგ იერიშების სამიზნე გახდა 140 ხელახალი გამყიდველი და ტექნოლოგიის სერვისების პროვაიდერი კომპანია, მათგან 14-ს სერიოზული ზიანი მიადგა - აცხადებს მაიკროსოფტი. იერიშები ზაფხულშიც გაგრძელდა და 609 კლიენტს შეეხო, თუმცა წარმატების მინიმალური მაჩვენებლით.

თავდასხმათა უმეტესობის სამიზნეა სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციები, ისევე, როგორც კვლევითი ცენტრები აშშ-ში, უკრაინასა და ბრიტანეთში. თეთრი სახლი SolarWinds-ზე მიტანილ იერიშში უწინ რუსეთის უცხოეთის დაზვერვის სააგენტოს სდებდა ბრალს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG