Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოკუპირებულ აფხაზეთში დასრულდა რუსულ-აფხაზურ-ოსური სამხედრო წვრთნები


ფოტო არქივიდან
ფოტო არქივიდან

ოკუპირებულ აფხაზეთში დასრულდა რუსულ-აფხაზურ-ოსური ერთობლივი სამხედრო წვრთნები. სამეთაურო-საშტაბო სწავლებაში ოკუპირებული აფხაზეთის არმიისა და რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ბაზის ქვედანაყოფების გარდა, დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის თავდაცვის სამინისტროს სპეცრაზმიც იყო ჩართული. ამის შესახებ 25 ოქტომბერს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურში განაცხადეს.

"ორგანიზატორების შეფასებით, სამხრეთ ოსეთის სამხედრო მოსამსახურეების წინაშე მდგარი ყველა დავალება დროულად და პროფესიუნალურად შესრულდა. სამხრეთ ოსეთის დანაყოფის მიზნები და ამოცანები მიღწეულია", - ნათქვამია განცხადებაში.

სწავლების პირველ ორ ეტაპზე მოსამზადებელი სამუშაოები ჩატარდა. მესამე ეტაპის მანევრების აქტიური ფაზა, აფხაზეთის დე ფაქტო თავდაცვის სამინისტროს ცაბალის პოლიგონზე გაიმართა, რომელშიც სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო არმიის სპეცდანიშნულების რაზმებმა მონაწილეობა მიიღეს ტაქტიკურ საჰაერო-სადესანტო შეტევაში, რაც პირობითი მოწინააღმდეგის განადგურებას ისახავდა მიზნად.

ოკუპირებულ აფხაზეთში რუსულ-აფხაზურ-ოსური სამხედრო სწავლებები სამხედრო თანამშრომლობის შესახებ გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში განხორციელდა. გარდა ამისა, ერთობლივ სწავლებებზე დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის შეიარაღებული ძალები, დე ფაქტო აფხაზეთის პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ დაპატიჟა. მიწვევა მან სექტემბერში სოხუმში ვიზიტად მყოფ დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტს ანატოლი ბიბილოვს გადასცა. ბოლო რამდენიმე თვეა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზეც როგორც საოკუპაციო ბაზის, ისე დე ფაქტო რესპუბლიკის სხვადასხვა შენაერთები ინტენსიურ წვრთნას გადიან.

XS
SM
MD
LG