Accessibility links

site logo site logo

ირანის და ევროკავშირის წარმომადგენლები ბრიუსელში განიხილავენ ბირთვული ხელშეკრულების აღდგენის მოლაპარაკებების განახლებას


ბირთვულ საკითხებში ირანის მთავარი მომლაპარაკებელი 27 ოქტომბერს ბრიუსელში შეხვედრას გამართავს ევროკავშირის წარმომადგენელთან, ენრიკე მორასთან, იმ ფონზე, როცა აშშ-ის და ევროკავშირის წარმომადგენლების თქმით, გრძელდება ძალისხმევა ირანის ბირთვული ხელშეკრულების აღდგენის თაობაზე მოლაპარაკების განახლების მიზნით.

ალი ბაღერ კანი მიმდინარე კვირაში ტვიტერით წერდა, რომ ის ბრიუსელში ჩავა, "რათა გაგრძელდეს ჩვენი საუბრები შედეგზე ორიენტირებული მოლაპარაკების შესახებ". კანი შეხვდება მორას, რომელიც კოორდინირებას უწევს მოლაპარაკებებს ირანსა და ბირთვული ხელშეკრულების ხელმომწერ სხვა ქვეყნებს - ბრიტანეთს, ჩინეთს, საფრანგეთს, გერმანიას, რუსეთსა და აშშ-ის - შორის.

დასავლეთის ქვეყნები შეშფოთებას გამოთქვამენ მოლაპარაკების აღდგენის გაჭიანურების შესახებ. მოლაპარაკებები შეწყვეტილია ირანში ივნისში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ.

გასულ კვირაში ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკურმა ლიდერმა, ჟოზეფ ბორელმა თქვა, რომ "დრო არ ითმენს" მოლაპარაკების აღდგენის საქმეში და დასძინა, რომ თეირანის ახალ ხელისუფლებას საკმარისი დრო ჰქონდა საამისოდ მოსამზადებლად. როგორც ირანის საკითხებში აშშ-ის საგანგებო წარმომადგენელმა, რობერტ მეილიმ 25 ოქტომბერს ჟურნალისტებს უთხრა, ვაშინგტონი სულ უფრო შიშობს, რომ ირანი მოლაპარაკების აღდგენას შესაძლოა ბირთვული პროგრამის განვითარების მიზნით აჭიანურებდეს.

ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა 2018 წელს აშშ ხელშეკრულებიდან გამოიყვანა და ირანს მკაცრი სანქციები აღუდგინა. ამის პასუხად თეირანმა თანდათანობით დაიწყო ხელშეკრულებით გათვალისწინებული შეზღუდვების დარღვევა, მათ შორის ურანის უფრო მაღალ დონეზე გამდიდრებით და ცენტრიფუგების განთავსებით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG