Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირაკლი კობახიძე: მხარდამჭერების მობილიზაციისთვის დაგვჭირდა სერიოზული რესურსი


"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ "ნაციონალური მოძრაობის" აქციასთან შედარებით რამდენჯერმე მეტი ადამიანი მივიდა 27 ოქტომბერს მათ აქციაზე. მან აქციასთან დაკავშირებით, მათ შორის გამართვის მიზეზზე "რუსთავი 2-ის" ეთერში ისაუბრა.

"ნებისმიერი ასეთი საარჩევნო შეკრების ამოცანა არის ძალის დემონსტრირება და დღეს საზოგადოებამ დაინახა რეალურად სად არის ხალხის ნამდვილი ძალა. შედარებებს არ გავაკეთებ, არ არის ეს ალბათ მიზანშეწონილი, თუმცა მე ერთხელ ხატოვნად ვთქვი, რომ დაგვჭირდებოდა იმდენი მძღოლი რამდენიც აქცია ჰყავდათ შეკრებილი "ნაცმოძრაობის" წარმომადგენლებს და ეს არ იყო მხოლოდ სიტყვის მასალად ნათქვამი. რეალურად ჩვენი მხარდამჭერების მობილიზაციისთვის დაგვჭირდა სერიოზული რესურსი და ეს ყველაფერი აჩვენებს იმას, რომ ჩვენი მხარდამჭერების რაოდენობა იყო რამდენჯერმე მეტი, ვიდრე ჩვენი ოპონენტების", - თქვა კობახიძემ.

27 ოქტომბერს, თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურამდე რამდენიმე დღით ადრე ხელისუფლებაში მყოფმა "ქართულმა ოცნებამ" აქცია გამართა. აქცია თბილისში, თავისუფლების მოედანზე ზუსტად იმ ადგილზე მიმდინარეობდა, სადაც 14 ოქტომბერს "ნაციონალურმა მოძრაობამ" მხარდამჭერები შეკრიბა. დედაქალაქის ცენტრში რამდენიმე ათეული ათასი ადამიანი იყო შეკრებილი, მათი დიდი ნაწილი მმართველმა პარტიამ რეგიონებიდან ჩაიყვანა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG