Accessibility links

site logo site logo

საფრანგეთმა დააკავა ბრიტანული თევზმჭერი ტრაულერი


ბრიტანეთის კუნძული ჯერსი ლა-მანშის სრუტეში

საფრანგეთმა განაცხადა, რომ წუხელ თავის ტერიტორიულ წყლებში დააკავა ბრიტანეთის თევზმჭერი ტრაულერი, რომელიც აუცილებელი ლიცენზიის გარეშე მოქმედებდა. ბრიტანული გემი საზღვაო ჟანდარმერიის თანხლებით პორტ ჰავრში გადაიყვანეს, დაჭერილი თევზი კონფისკებულია, ხოლო ხომალდის კაპიტანს სისხლისსამართლებრივი დევნა ემუქრება.

ამ ინციდენტის ფონია პარიზსა და ლონდონს შორის თევზჭერის უფლებასა და საბაჟო კონტროლის გარშემო ბოლო თვეებში მიმდინარე მწვავე დისკუსია. ბრიტანეთი უარს ამბობს, მისცეს საფრანგეთის თევზმჭერ გემებს დამატებითი ლიცენზიები ბრიტანეთის ტერიტორიულ წყლებში თევზჭერისთვის.

ოთხშაბათს საფრანგეთმა განაცხადა, რომ საპასუხო ზომებს მიმართავს და 2 ნოემბრიდან გაამკაცრებს საბაჟო კონტროლს ბრიტანეთის საზღვარზე, ვინაიდან ბრიტანეთი ევროკავშირიდან გასვლის შემდეგ აღარ არის საერთო ევროპული ბაზრის ნაწილი.


ბრიტანეთის ხელისუფლებამ საფრანგეთის მოქმედებას უწოდა „იმედის გამაცრუებელი“ და „არაპროპორციული“, არა ისეთი, როგორსაც ლონდონი მოკავშირისა და პარტნიორისგან მოელოდა. საფრანგეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ მზად არის მოლაპარაკებისთვის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG