Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

HRW: თალიბანი უფლებების დაცვის საკუთარ მწირ წესებსაც კი უგულებელყოფს


ქალებისა და გოგონების საპროტესტო გამოსვლა ქაბულში. 26 ოქტომბერი.
ქალებისა და გოგონების საპროტესტო გამოსვლა ქაბულში. 26 ოქტომბერი.

Human Rights Watch-ი (HRW) აცხადებს, რომ თალიბანის ოფიციალური წარმომადგენლები ავღანეთის პროვინციებში კიდევ უფრო მკაცრ წესებს აწესებენ, ვიდრე დაჯგუფების ლიდერები ქაბულში. ისინი ხშირად უგულებელყოფენ ადამიანის უფლებების დაცვის იმ შეზღუდულ წესებსაც კი, რომლებიც თავად შემოიღეს.

შარშან თალიბანმა გამოსცა ქცევის კოდექსი, რომლის განახლებული ვარიანტი თებერვალში გამოაქვეყნა, როცა ავღანეთის დიდ ნაწილებზე ამყარებდა კონტროლს, განაცხადა Human Rights Watch-მა 29 ოქტომბერს.

თალიბანის „მანკიერებისა და სიქველის სამინისტრო“ ქცევის კოდექსს რამდენიმე პროვინციაში იყენებს მას შემდეგ, რაც თალიბანმა ქაბული ჩაიგდო ხელში აგვისტოს შუა რიცხვებში.

ადამიანის უფლებების დამცველმა ორგანიზაციამ, რომელსაც ნიუ-იორკში უდევს ბინა, განაცხადა, რომ სახელმძღვანელოს დებულებები მკვეთრად ეწინააღმდეგება თალიბანის მცდელობებს, უფრო ზომიერი და ადამიანის უფლებების პატივისმცემელი იმიჯი შეიქმნას გარე სამყაროსთვის, ვინაიდან მას აღიარება და დახმარება ესაჭიროება.

„თალიბანი ცდილობდა, მსოფლიო დაერწმუნებინა იმაში, რომ პატივს სცემს ადამიანის უფლებებს, მათ შორის ქალებისას და გოგოებისას,“ განაცხადა ჰეზერ ბარმა, Human Rights Watch-ის წარმომადგენელმა ქალთა უფლებების საკითხებში. მაგრამ, მისი თქმით, წესები, რომლებიც ინსტრუქციებს წარმოადგენს მათი ოფიციალური პირებისთვის, გენდერულ და ლგბტ პირების დისკრიმინაციას ამკვიდრებს, ასევე „უხეშად ახშობს ავტონომიასა და გამოხატვის თავისუფლებას“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG