თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის წინასწარი შედეგებით, საქართველოს 24 მუნიციპალიტეტის 42 მაჟორიტარული ოლქიდან 27-ში „ქართული ოცნების“ კანდიდატებმა გაიმარჯვეს და 15-ში ოპოზიციის.
ოპოზიციური პარტიებიდან 7 მანდატი მოიპოვა „ნაციონალურმა მოძრაობამ“, 6 მანდატი პარტიამ „გახარია-საქართველოსთვის“ და თითო-თითო „ევროპელმა სოციალისტებმა“ და „თავისუფალმა საქართველომ“.
იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატის ასარჩევად მეორე ტური რამდენიმე ოლქში ჩატარდა, განსაკუთრებით საინტერესო შედეგი დადგა მაგალითად, მარტვილში, რომლის სამ ოლქში სამი სხვადასხვა პარტიის კანდიდატმა გაიმარჯვა - „ევროპელი სოციალისტების“, „ნაციონალრი მოძრაობის“ და „ქართული ოცნების“. ჩხოროწყუს ხუთი ოლქიდან სამში გაიმარჯვეს „გახარია-საქართველოსთვის“ კანდიდატებმა, ხოლო წალენჯიხის ხუთიდან სამ ოლქში „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატებმა. „თავისუფალი საქართველოს“ კანდიდატმა „ქართული ოცნების“ კანდიდატი დაამარცხა ლენტეხის ოლქში. ხულოს პირველი ოლქი იყო ერთადერთი, სადაც ორივე კანდიდატი ოპოზიციის წარმომადგენელი იყო და "გახარია-საქართველოსთვის" კანდიდატმა დაამარცხა "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი.
საკრებულოს მაჟორიტარი წევრების არჩევნების მეორე ტურის წინასწარი შედეგები ასეთია:
თბილისის საბურთალოს მესამე მაჟორიტარული ოლქი - ავთანდილ ცინცაძე 55%-ზე („ქართული ოცნება“) და ბორის ყურუა 44%(„გირჩი - მეტი თავისუფლება“);
რუსთავის მეექვსე მაჟორიტარული ოლქი - გრიგოლ ვეფხვაძე 53%(„ქართული ოცნება“) და ერეკლე დოლიძე 46%(„გახარია - საქართველოსთვის“);
ახმეტის მესამე ოლქი - ელდარ ბაღაკაშვილი 61%(„ქართული ოცნება“) და მალხაზ მაჩალიკაშვილი 38%(„ნაციონალური მოძრაობა“);
ყვარლის მეცხრე ოლქი - მამუკა ბერიაშვილი54%(“ქართული ოცნება“) და რატი ტურაშვილი 45%(„გახარია-საქართველოსთვის“);
თიანეთის პირველი ოლქი - ზვიად ზვიადაური 50%(„ქართული ოცნება“) და ნანა ცალუღელაშვილი 49%(„მეჭიაური ერთიანი საქართველოსთვის);
დუშეთის პირველი ოლქი - გიორგი ინაშვილი 78%(„ქართული ოცნება“) და იოსებ ბუჩაშვილი 21%(„ნაციონალური მოძრაობა“);
კასპის მეხუთე ოლქი - ბადრი ჯანიაშვილი 62%(„ქართული ოცნება“) და ვალერი ბაკიძე 37%(„ნაციონალური მოძრაობა“);
ქარელის პირველი ოლქი - ყარამან როინაშვილი 54%(„ქართული ოცნება“) და თემურ ხოსრუაშვილი 45%(„ნაციონალური მოძრაობა“);
ქარელის მესამე ოლქი - მურთაზ ცისკაძე 52%(„ნაციონალური მოძრაობა“) და გიორგი გრიგალაშვილი 47%(„ქართული ოცნება“):
ხაშურის მეშვიდე ოლქი - დავით მეტრეველი 62%(„ქართული ოცნება“) და თემურ ვარდოშვილი 37%(„ნაციონალური მოძრაობა“);
ონის მეოთხე ოლქი - მადლენა მეტრეველი 56%(„ქართული ოცნება“) და თამაზ მეტრეველი 43%(„გახარია-საქართველოსთვის“);
ონის მეშვიდე ოლქი - მამუკა ყავლაშვილი 60%(„ქართული ოცნება“) და თეიმურაზ დევიძე 40%(„ლელო“);
ჭიათურის მეთორმეტე ოლქი - ვახტანგ ცუცქირიძე 57%(„ქართული ოცნება“) და რემი ბიწაძე 42%(„ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობა);
წყალტუბოს მეთერთმეტე ოლქი - რევაზ დიდავა 58%(„ქართული ოცნება“) და ლადო ყაველაშვილი 41%(„ნაციონალური მოძრაობა“);
სამტრედიის მერვე ოლქი - პაატა კოხრეიძე 56%(„ქართული ოცნება“) და ალექსანდრე კოხრეიძე 43%(„ნაციონალური მოძრაობა“);
ჩოხატაურის მეათე ოლქი - ზვიად მამალაძე 51%(„ქართული ოცნება“) და მამუკა ჯინჭარაძე 48% („გახარია - საქართველოსთვის“);
ოზურგეთის პირველი ოლქი - გიორგი სირაძე 54%(„გახარია-საქართველოსთვის“) და ლელა საჯაია 45%(„ქართული ოცნება“);
ოზურგეთის მეექვსე ოლქი - რაინდი დუმბაძე 54%(„ნაციონალური მოძრაობა“) და გიორგი ჩაგანავა 45%(„ქართული ოცნება“);
ოზურგეთის მეთერთმეტე ოლქი - ნინო მახარაძე 53%(„ქართული ოცნება“) და დათა მიქელაშვილი 46%(დამოუკიდებელი);
ოზურგეთის მეორმეტე ოლქი - ტიტე მგელაძე 57%(„ქართული ოცნება“) და შალვა თავდიშვილი 42%(„ნაციონალური მოძრაობა“);
ხელვაჩაურის მეხუთე ოლქი - ელიზბარ ზოიძე 51%(„ქართული ოცნება“) და მამუკა ჯევაიში 48%(„ნაციონალური მოძრაობა“);
ხელვაჩაურის მეექვსე ოლქი - შოთა ფუტკარაძე 51%(„ქართული ოცნება“ და დავით დუმბაძე 48%(„ნაციონალური მოძრაობა“);
ქედის მეორე ოლქი - ოთარ ხარაძე 50%(„ქართული ოცნება“) და ევგენ ცინცაძე 49%(„ნაციონალური მოძრაობა“);
ხულოს პირველი ოლქი - ირაკლი ბოლქვაძე 57%(„გახარია-საქართველოსთვის“) და ლევან მახარაძე 42%(„ნაციონალური მოძრაობა“);
ხულოს მეორე ოლქი - ნადიმ დეკანაძე 53%(„ქართული ოცნება“) და თენგიზ შანთაძე 46%(„ნაციონალური მოძრაობა“);
სენაკის მესამე ოლქი - გიგა წურწუმია 53%(„ქართული ოცნება“) და ლაშა კუჭავა 46% (“ნაციონალური მოძრაობა“);
სენაკის მერვე ოლქი - შაქრო კოკაია 53%(„ქართული ოცნება“) და მამუკა აბშილავა 46%(„ნაციონალური მოძრაობა“);
მარტვილის მესამე ოლქი - კობა ასაბაშვილი 50%(„ნაციონალური მოძრაობა“) და გიორგი გაბუნია 49%(„ქართული ოცნება“);
მარტვილის მერვე ოლქი - მინდია გაბისონია 50%(„ქართული ოცნება“) და ზურაბ ბიგვავა 49%(„გახარია-საქართველოსთვის“);
მარტვილის მეცხრე ოლქი - გიორგი ჯიჯელავა 50%(„ევროპელი სოციალისტები“) და გოგი ბასილაია 49%(„ქართული ოცნება“);
ჩხოროწყუს პირველი ოლქი - ჯანო პერტაია 52%(„ქართული ოცნება“) და რამაზ გულუა 47%(„ნაციონალური მოძრაობა“);
ჩხოროწყუს მეორე ოლქი - ვარლამ სიჭინავა 51%(„ნაციონალური მოძრაობა“) და მამუკა ფიჩხაია 48%(„ქართული ოცნება“);
ჩხოროწყუს მეხუთე ოლქი - შოთა წურწუმია 57%(„გახარია-საქართველოსთვის“) და დათო კვირტია 42%(„ქართული ოცნება“);
ჩხოროწყუს მეექვსე ოლქი - ტარიელ შენგელია 56%(„გახარია-საქართველოსთვის“ და ნუგზარ ჯალაღონია 43%(„ქართული ოცნება);
ჩხოროწყუს მეშვიდე ოლქი - აჩიკო ცირამუა 50%(„გახარია-საქართველოსთვის“) და გოგა თოლორდავა 49%(„ქართული ოცნება“);
წალენჯიხის პირველი ოლქი - გელა აბულაძე 53%(„გახარია-საქართველოსთვის“ და ვალერიანე კვარაცხელია 46%(„ქართული ოცნება“);
წალენჯიხის მეოთხე ოლქი - მამუკა მიქავა 50%(„ნაციონალური მოძრაობა“) და ლირა ღურწკაია 49%(„ქართული ოცნება“);
წალენჯიხის მეხუთე ოლქი - ნანა კეკუა 53%(„ქართული ოცნება“) და ბელა კვირკვია 46%(„ნაციონალური მოძრაობა);
წალენჯიხის მეექვსე ოლქი - რომან კვარაცხელია 50%(„ნაციონალური მოძრაობა“) და ვლადიმერ კვარაცხელია 49%(„ქართული ოცნება“)’
წალენჯიხის მეცხრე ოლქი - დათო მესხია 50%(„ნაციონალური მოძრაობა“) და ბაკურ სონგულია 49%(„ქართული ოცნება“);
ზუგდიდის მეოთხე ოლქი - ირაკლი ჯანაშია 52%(„ქართული ოცნება“) და ზვიად ჯღარკავა 47%(„ნაციონალური მოძრაობა“);
ლენტეხის მეხუთე ოლქი - გიორგი შავრეშიანი 54%(„თავისუფალი საქართველო“) და ბერდია ზურაბიანი 45%(„ქართული ოცნება“);
(შენიშვნა: პროცენტული მაჩვენებლები მოტანილია მეასედის, ან მეათასედის გარეშე. ცესკოს ოფიციალური მონაცემები იხილეთ აქ)
30 ოქტომბერს, საკრებულოს არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობდნენ კანდიდატები, რომლებმაც 2 ოქტომბერს, პირველ ტურში ვერ გადალახეს 40%-იანი ბარიერი. მეორე ტურში ბარიერი არ არსებობს და იმარჯვებს ის კანდიდატი, რომელიც ამომრჩეველთა მეტ ხმას მიიღებს.
30 ოქტომბერს, 20 მუნიციპალიტეტში ჩატარდა მერის არჩევნების მეორე ტურიც. ცესკოს მიერ გამოქვეყნებული წინასწარი შედეგებით, 19-ში "ქართული ოცნების" კანდიდატებმა გაიმარჯვეს, ერთგან - წალენჯიხაში კი, "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატმა.
"ქართული ოცნების" წინააღმდეგ კოალიციური მმართველობის მიზნით გაერთიანებული ოპოზიცია არჩევნების შედეგებს არ აღიარებს.
დაწერეთ კომენტარი