Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

Yahoo წყვეტს თავის საინტერნეტო სერვისებს ჩინეთში


აშშ-ის ვებსერვისების პროვაიდერმა კომპანია Yahoo-მ განაცხადა, რომ შეწყვიტა თავისი მომსახურების მიწოდება კონტინენტური ჩინეთისთვის. ამ ნაბიჯს კომპანია ხსნის „მზარდი გამოწვევებით ბიზნესისა და სამართლებრივ გარემოში“.

Yahoo-ს თქმით, 1 ნოემბრიდან კომპანიის მომსახურება ჩინეთში მიუწვდომელი ხდება. ამავე დღეს ჩინეთში ამოქმედდა კანონი პირადი ინფორმაციის დაცვის შესახებ. კანონი განსაზღრავს, რა ტიპის ინფორმაციის შეგროვება შეუძლიათ კომპანიებს და ადგენს ასეთი ინფორმაციის შენახვის წესებს.

Yahoo მეორე დასავლური ტექნოლოგიური ბრენდია, რომელმაც უკანასკნელ კვირებში დატოვა ჩინეთი. გასულ თვეში იგივე გააკეთა Linkedin-მა.

ჩინეთიდან Yahoo-ს წასვლა მრავალი თვალსაზრისით არის სიმბოლური, ვინაიდან მისი ზოგი სერვისი, მათ შორის ვებპორტალი, უკვე დაბლოკილი იყო.

ოქტომბერში Microsoft Corp-მა ჩინეთში გათიშა Linkedin-ი, რომელიც აშშ-ის უკანასკნელი დიდი სოციალური ქსელი იყო, რომელიც იქ მოქმედებდა.

თავისი ნაბიჯი კომპანიამ ახსნა ჩინეთში ბევრად უფრო რთული სამოქმედო გარემოთი და უფრო მკაცრი ნორმატიული მოთხოვნებით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG