Accessibility links

site logo site logo

მომავალი მოლაპარაკების წინ ირანი ზრდის გამდიდრებული ურანის მარაგს


ირანი აცხადებს, რომ 60 პროცენტით გამდიდრებული ურანის მარაგს ზრდის 25 კილოგრამამდე, რაც თითქმის ოთხჯერ აღემატება დონეს, რომლის შესახებაც გამოცხადდა ივნისში. ირანი ამავე დროს მსოფლიოს ქვეყნებთან მოლაპარაკებისთვის ემზადება, რათა კვლავ ამოქმედდეს 2015 წლის ბირთვული შეთანხმება, რომლის ამოცანა იყო ირანის ბირთვული პროგრამის შეზღუდვა.

„ამ ეტაპზე ვაწარმოეთ 25 კილოგრამი 60 პროცენტით გამდიდრებული ურანი, რომელსაც ვერ აწარმოებს ვერცერთი ქვეყანა, გარდა ბირთვული იარაღის მქონე სახელმწიფოებისა“,- განაცხადა ირანის ატომური ენეგრეტიკის უწყების წარმომადგენელმა, ბეჰრუზ ქამალვანდიმ 5 ნოემბერს.

ქამალვანდიმ თქვა, რომ 20-პროცენტიანი ურანის მარაგი აღწევს 210 კილოგრამს, რაც პარლამენტის მიერ დაწესებულ დონეს, 120 კილოგრამს, ბევრად აღემატება.

ეს განცხადება შეიძლება ხელის შემშლელი გამოდგეს ისტორიული ბირთვული შეთანხმების განახლებისთვის. 2015 წელს აშშ-მა დატოვა შეთანხმება და ირანს ახალი ეკონომიკური სანქციები დაუწესა. მაგრამ ხელშეკრულების სხვა მონაწილეები, ბრიტანეთი, გერმანია და საფრანგეთი, ასევე რუსეთი და ჩინეთი ცდილობდნენ შეთანხმების შენარჩუნებას. აშშ-ის ახალმა პრეზიედენტმა, ჯო ბაიდენმა, ხელისუფლებაში მოსვლისას განაცხადა, რომ მზად არის შეუერთდეს პაქტს, თუ ირანი დაუბრუნდება თავდაპირველი პირობების შესრულებას. თეირანს სურს, რომ მას გაუუქმონ შეთანხმებიდან აშშ-ის გასვლის შემდეგ დაწესებული სანქციები.

არაპირდაპირი მოლაპარაკება თეირანს და აშშ-ს, ასევე მსოფლიოს ქვეყნებს შორის ვენაში განახლდა აპრილში, მაგრამ ივნისში კვლავ შეწყდა, რადგან ირანში არჩევნების შემდეგ გამოიცვალა მთავრობა, აირჩიეს პრეზიდენტი, მკაცრი ხაზის მომხრე, იბრაჰიმ რაისი, რომელმაც გამოცვალა საგარეო საქმეთა მინისტრი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG