Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბერლინში რუსი დიპლომატი მკვდარი იპოვეს რუსეთის საელჩოს შენობის წინ


რუსეთის საელჩო ბერლინში

ბერლინში დაუდგენელ ვითარებაში დაიღუპა რუსეთის საელჩოს მეორე მდივანი. ამის შესახებ პარასკევს ინფორმაცია გაავრცელა გამოცემა „შპიგელმა“, რომლის თანახმად პოლიციამ 35 წლის მამაკაცის გვამი 19 ოქტომბერს აღმოაჩინა, რუსეთის დიპლომატიური მისიის შენობის წინ.

წინასწარი ინფორმაციით დიპლომატი სავარაუდოდ ზედა სართული ფანჯრიდან გადმოვარდა. „შპიგელის“ თანახმად, დაღუპულის ცხედარი უკვე გადაეცა რუსეთს. გამოცემის შეკითხვის პასუხად, რუსეთის საელჩოში განაცხადეს, რომ ეს იყო „ტრაგიკული შემთხვევა“, რომელზეც კომენტარი არ გაკეთდება „ეთიკური მოსაზრებებით“.

ვინაიდან დაღუპულს დიპლომატიური სტატუსი ჰქონდა, გერმანიის პროკურატურამ ვერ შეძლო სიკვდილის მიზეზის დადგენა, რადგან რუსეთმა უფლება არ მისცა გვამის გაკვეთის უფლება.

გამოცემა „ინსაიდერმა“ და „ბელინგკატმა“ ღია წყაროებიდან მიღებული ცნობების ანალიზის საფუძველზე განაცხადეს, რომ დაადგინეს გარდაცვლილის ვინაობა. ამტკიცებენ, რომ ის არის კირილ ჟალო, რუსეთის ფედერალური უშიშროების სამსახურის ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლისა და კონსტიტუციური წყობის დაცვის სამმართველოს (ე.წ. ეფ-ეს-ბეს მეორე განყოფილების) უფროსის მოადგილის, გენერალ-ლეიტენანტ ალექსეი ჟალოს, შვილი.

"შპიგელის", "ინსაიდერის", სი-ენ-ენისა და "ბელინგკატის" მიერ ჩატარებული ერთობლივი გამოძიების თანახმა, ეფ-ეს-ბეს მეორე განყოფილებას კავშირი ჰქონდა შარშან აგვისტოში ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის, "ნოვიჩოკით" მოწამვლასთან, რასაც რუსეთის ხელისუფლება უარყოფს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG