Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ათეულათასობით დემონსტრანტი გადის გლაზგოს ქუჩებში კლიმატის კონფერენციის მონაწილეთაგან მეტი ქმედების მოთხოვნით


ბუნების დამცველთა დემონსტრაცია გლაზგოში, 5 ნოემბერი, 2021 წელი
ბუნების დამცველთა დემონსტრაცია გლაზგოში, 5 ნოემბერი, 2021 წელი

შოტლანდიის ქალაქი გლაზგოში მეორე დღეა იმართება საპროტესტო გამოსვლები, რომლის მონაწილეები, ბუნების დაცვის ორგანიზაციების აქტივისტები, თვლიან, რომ იქ მიმდინარე კლიმატის კონფერენციის, COP26-ის, მონაწილეები არ მიიჩნევენ გლობალური დათბობის პრობლემის მოგვარებას გადაუდებლად. დემონსტრაციის ორგანიზატორების და გლაზგოს პოლიციის თანახმად, ისინი მოელიან 50 ათასი მონაწილის გამოსვლას ქუჩებში 6 ნოემბერს. მონაწილეები მოითხოვენ გადაუდებელი ზომების მიღებას რეგიონებისთვის, რომლებსაც უშუალოდ ეხება გლობალური დათბობა.

გლაზგოში დილიდან გაძლიერებული უსაფრთხოების ზომებია მიღებული. მოელიან, რომ გამოსვლები მოეწყობა მსოფლიოს ბევრ ქალაქში.

თითქმის 200 ქვეყნის დელეგატები ესწრებიან COP26-ს, რომლის მიზანია შეიმუშაოს მეთოდები, რათა მიღწეულ იქნეს 2015 წელს პარიზის კლიმატის შეხვედრის დროს დასახული მიზანი: ტემპერატურის გლობალური საშუალო ზრდის შეჩერება 1,5-2 გრადუსამდე.

კონფერენცია გრძელდება კიდევ ერთ კვირას. 5 ნოემბერს ეკოლოგიური კამპანიის ორგანიზატორმა, შვედმა გრეტა თუნბერგმა, COP26-ს, რომელსაც გაერო აწყობს, „ჩავარდნა“ უწოდა. 18 წლის შვედი აქტივისტის თქმით: „მათ არ შეუძლიათ სამეცნიერო კონსენსუსის უგულებელყოფა და მათ არ შეუძლიათ ჩვენი უგულებელყოფა“.

ამ ეტაპისთვის გლაზგოში მიღწეულ შეთანხმებებს შორის არის ზოგიერთი მონაწილე ქვეყნის დაპირება, რომ შეამცირებენ „სათბურის გაზების“ გამოყოფას ატმოსფეროში, უარს ეტყვიან საწვავად ქვანახშირის მოხმარებას, შეწყვეტენ წიაღისეული საწვავის მოპოვების დაფინანსებას უცხოეთში და შეამცირებენ მეთანის გამოყოფას.

XS
SM
MD
LG