Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრეზიდენტმა კობა დავითაშვილი ღირსების მედლით დააჯილდოვა


საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კობა დავითაშვილი, გარდაცვალების შემდეგ, ღირსების მედლით დააჯილდოვა. გადაწყვეტილება პრეზიდენტმა დღეს, 7 ნოემბერს მიიღო.

"დღეს, 7 ნოემბერს საქართველოს პრეზიდენტი ამ გადაწყვეტილებით და ქართველის ხალხის სახელით, კიდევ ერთხელ გამოხატავს მადლიერებასა და პატივისცემას კობა დავითაშვილის, როგორც 2007 წლის 7 ნოემბრის მსხვერპლის მიმართ, იმ პოლიტიკოსის მიმართ, რომელმაც საკუთარი ჯანმრთელობა და სიცოცხლე შესწირა ქვეყნის მომავლისთვის ბრძოლას და სამართლიანობას!" - აღნიშნავს პრეზიდენტი.

საქართველოს პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, კობა დავითაშვილი 49 წლის ასაკში 2020 წლის 2 დეკემბერს გარდაიცვალა. მას ე.წ. ბეხტერევის დაავადება ჰქონდა.

დავითაშვილი 2007 წლის 7 ნოემბერს ხელისუფლების მხრიდან აქციის ძალადობრივად დაშლის დროს ერთ-ერთი დაზარალებულია. ის ფიქრობდა, რომ საპროტესტო აქციაზე მასზე თავდასხმას ორგანიზება ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა გაუწია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG