Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი იწყებს თბილისში პარტიების ლიდერებთან შეხვედრებს


ერიკა ოლსონი
ერიკა ოლსონი

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე ერიკა ოლსონი დღეს, 8 ნოემბერს თბილისში შეხვდება მმართველი და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს.

ერიკა ოლსონი, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტში კურირებს სამხრეთ ევროპის და კავკასიის საკითხებს, საქართველოს 4 ნოემბერს ეწვია. იმავე დღეს მან შეხვედრა გამართა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან.

საქართველოში ვიზიტამდე ერიკა ოლსონი სომხეთში იმყოფებოდა. რეგიონში მისი ტურნე მოიცავს ვიზიტს აზერბაიჯანშიც.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG