Accessibility links

site logo site logo

ირანში დახურეს გაზეთი, რომელმაც ალი ხამენეის ხელი გამოსახა მზარდი სიღატაკის შესახებ პუბლიკაციაში


ირანის პრესის ზედამხედველობის საბჭომ დახურა გაზეთი, რომელმაც ირანის უზენაესი სულიერი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის ხელი გამოსახა ქვეყანაში მზარდი სიღატაკის შესახებ პუბლიკაციაში.

პრესის ზედამხედველობის საბჭოს თავმჯდომარემ, ალედინ ზოჰურიანმა 8 ნოემბერს სამთავრობო საინფორმაციო სააგენტო IRNA-ს განუცხადა, რომ საბჭოს წევრებმა გადაწყვიტეს, ლიცენზია შეუჩერონ გაზეთ „კელიდს“. მას არ დაუზუსტებია, გადაწყვეტილება საბოლოოა თუ დროებითი. ზაჰურიანს ასევე არ უსაუბრია ამ ნაბიჯის მიზეზებზე.

ახალგაზრდა ჟურნალისტთა კლუბმა, რომელიც ირანის სახელმწიფო მაუწყებელთანაა დაკავშირებული, 7 ნოემბერს განაცხადა, რომ „კელიდის“ წინააღმდეგ გამოძიება მიმდინარეობს პუბლიკაციის გამო, რომელიც ერთი დღით ადრე დაიბეჭდა მის პირველ გვერდზე. პუბლიკაცია შეიცავდა ხამენეის ხელის გრაფიკულ გამოსახულებას, რომელიც სიღატაკის ზღვარს ადგენდა. „მილიონობით ოჯახი სიღატაკის ზღვარს მიღმაა“, - დაწერა გაზეთმა.

დაწერეთ კომენტარი

სხვა მასალები

XS
SM
MD
LG