Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში ვაჟა-ფშაველას გამზირზე "ნაციონალური მოძრაობის" ორგანიზებული აქცია იმართება


თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობიდან რამდენიმე მეტრში, "ნაციონალური მოძრაობის"მიერ ორგანიზებულ აქციაზე შეკრებილი ადამიანები, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, რომელიც პენიტენციურ დაწესებულებაში 40 დღეზე მეტია შიმშილობს, მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანას მოითხოვდნენ.

მოგვიანებით აქციამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობის წინ გადაინაცვლა.

"ნაციონალური მოძრაობა" სააკაშვილის კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით პერმანენტულ აქციებს აანონსებს. აქციები გაიმართა 8, 9 და 10 ნოემბერსაც. 10 ნოემბრის აქციაზე პოლიციამ 46 ადამიანი დააკავა.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბერს, თბილისში დააკავეს და რუსთავის საპატიმროში გადაიყვანეს. იმავე დღეს მან შიმშილობა გამოაცხადა. სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, მოითხოვენ მის გადაყვანას სამოქალაქო კლინიკაში.

პენიტენციურმა სამსახურმა ის 8 ნოემბერს სამოქალაქო მრავალპროფილური კლინიკის ნაცვლად, მათ ბაზაზე არსებულ მე-18 (გლდანის) სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG