დასრულდა 13 ნოემბრის აქცია რუსთაველის გამზირზე, სადაც მოთხოვნა ისევ უცვლელი იყო. მიხეილ სააკაშვილის მაღალტექნოლოგიურ მულტიპროფილურ კლინიკაში გადაყვანა.
„ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზებით, ხვალ 14 ნოემბერს ისევ გაიმართება სხვადასხვა სახის საპროტესო აქცია.
"ძალიან კარგია, რომ სხვადასხვა სამოქალაქო ჯგუფი, ოპოზიციური პარტია, ამ საერთო საპროტესტო მოძრაობაშია ჩართული, რომ მიტაცებული არჩევნები უკან დაიბრუნონ, ვადამდელი არჩევნების ჩანიშვნა მოვიპოვოთ.
ხვალ, 19:00 საათზე „სირცხვილია“ აქ, რუსთაველის გამზირზე, აქციას გამართვს, ჩვენ კი სხვადასხვა წერტილში, სხვადასხვა სახის საპროტესო აქციას გავმართავთ, არამხოლოდ თბილისში“,- აღნიშნავს მელია
კონკრეტული მარშრუტი ჯერ-ჯერობით უცნობია, თუმცა როგორც ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობენ აქციები გაგრძელდება იქამდე სანამ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.
"ძვირფასო მეგობრებო, ოპოზიცია არის საქართველოს თითოეული მოქალაქე, საზოგადოება შედგება თითოეული თქვენგანისგან და ყველაზე მთავარი, რაც უნდა გვახსოვდეს, ხელისუფლება და რეჟიმი ოდნავ მაინც საღ აზრს შემორჩენილი რომ გვყავდეს, უკვე ათასჯერ გადადგამდა შესაბამის ნაბიჯს, უკვე ათასჯერ გადადგამდა შერიგებიკენ ნაბიჯს, მაგრამ ეს არ ხდება და არ მოხდება! ერთადერთი ენა, რაც ამ რეჟიმს ესმის ეს არის ქუჩაში გამოსული საქართველოს მოქალაქე. ქუჩაში გამოსული საქართველოს მოქალაქე არის ერთადერთი გამოსავალი ამ მძიმე ეგზისტენციალური კრიზისიდან." - განაცხადა ნიკა მელიამ
მიმდინარე მოვლენების პასუხად "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ თავის "ფეისბუკ" გვერდზე განაცხადა, რომ "თუ საქართველო სახელმწიფოა, მიხეილ სააკაშვილმა სრულად უნდა მოიხადოს კუთვნილი სასჯელი", ხოლო ვინც სააკაშვილის მხარდამჭერ პოზიციას აფიქსირებს მათ კრიმინალების მფარველად მოიხსენიებს, მათ შორის იგულისხმება ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა, რომელმაც სააკაშვილის მონახულებაზე უარი მიიღო და ამასთან, ყველა ის უცხოელი პარტნიორი, რომელიც "ქართული ოცნების" პოზიციას არ იზიარებს.
ანა ფოტიგათვის, უარის თქმის შემდეგ პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატიმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში საქართველოში ევროპარლამენტარების მრავალრიცხოვანი შემადგენლობა ჩამოვა. ვიზიტის მიზანი კი სააკაშვილის მდგომარეობის შეფასების გარდა “ხელისუფლებაზე წნეხის დაწყება იქნება”.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი საქართველოში 1 ოქტომბერს დააკავეს. მან შიმშილობა იმავე დღეს გამოაცხადა, თუმცა სტრასბურგის სასამართლოს მიერ სააკაშვილის საქმეზე დროებითი ღონისძიების შესახებ გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ, სააკაშვილი აცხადებს, რომ მზად არის შეწყვიტოს შიმშილობა, თუ მის მიერ წამოყენებული პირობები შესრულდება. მისი პირობა მულტიპროფილურ კლინიკაში გადაყვანაა, დათქმით, რომ ეს არ იქნება გორის სამხედრო ჰოსპიტალი.
დაწერეთ კომენტარი