Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს წარმომადგენელი: ავღანეთის კოლაფსში მყოფი ეკონომიკა ზრდის ექსტრემიზმის საფრთხეს


დებორა ლაიონსი
დებორა ლაიონსი

ავღანეთის საკითხებში გაეროს საგანგებო წარმომადგენელი 17 ნოემბერს გამოვიდა გაფრთხილებით პოტენციური "ჰუმანიტარული კატასტროფის" შესახებ ავღანეთში და საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდა გზა გამონახოს ქვეყნისთვის ფინანსური დახმარების გასაწევად.

დებორა ლაიონსმა გაეროს უშიშროების საბჭოს უთხრა, რომ ავღანეთის 38 მილიონი მოსახლის 60 პროცენტს ემუქრება შიმშილის კრიზისული დონე და ვითარება ზამთრის განმავლობაში, სავარაუდოდ, კიდევ უფრო გაუარესდება. ლაიონსის თქმით, საერთაშორისო თანამეგობრობამ უნდა იპოვოს ავღანეთის ხალხის ფინანსური დახმარების გზა. თალიბანისთვის დაწესებულმა ფინანსურმა სანქციებმა გამოიწვია "საბანკო სისტემის პარალიზება, რაც ეკონომიკის ყველა ასპექტს შეეხო", რაც მოიცავს ჯანდაცვის სფეროს და საკვების უსაფრთხოების პროგრამების თანამშრომლების ხელფასებს - ამბობს ლაიონსი.

ლაიონსის თქმით, საბანკო სექტორის პარალიზება მხოლოდ ტერორიზმს, ადამიანებით ტრეფიკინგს და ნარკოტიკებით ვაჭრობას გააძლიერებს და შექმნილი ვითარება ზრდის ექსტრემიზმის საფრთხეს. ერთ-ერთი უარყოფითი შედეგი უკვე ჩანს, რადგან თალიბანი უუნაროა შეაჩეროს ექსტრემისტული ჯგუფის, ისლამური სახელმწიფო - ხორასანის რიგების ზრდა და ეს ორგანიზაცია, ლაიონსის თქმით, როგორც ჩანს, უკვე თითქმის ყველა პროვინციაში იმყოფება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG