Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მეუფე სტეფანე: ეკლესიაში საპროტესტო აქცია ღვთის საწინააღმდეგო ბრძოლაა


ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა სტეფანემ, რომელსაც 21 ნოემბერს, წაჩხურუს მამათა მონასტერში, განკვეთილი ბერები და მათი მხარდამჭერები საპროტესტო შეძახილებით დახვდნენ, განცახადა: „ახლა, რასაც ესენი აკეთებენ არის უბრალოდ საპროტესტო აქცია - კი, შეიძლება ვინმეს საპროტესტო აქცია მოსწონს, მაგრამ ეკლესიაში საპროტესტო აქცია არის ღვთის საწინააღმდეგო ბრძოლა, აქ უნდა იყოს ლოცვა და მარხვა“. მეუფე სტეფანემ დასძინა, რომ განკვეთილებისათვის სიკეთე სურს. „მე მინდა მათი ოჯახების სიკეთე, მინდა რომ ისინი ღვთის წინაშე ლოცვით დადგნენ და ლოცვა-კურთხევა მიეცეთ, რომ ნორმალურად იმსახურონ ეკლესიაში. არ მინდა მათი ცუდი და ღმერთმა და მთავარანგელოზებმა მისცენ მათ ეს მადლი, რომ ეს გააკეთონ" -განაცხადა მიტროპოლიტმა.

ჭყონდიდის ეპარქიაში დაპირისპირება 2019 წლიდან დაიწყო, მას შემდეგ, რაც ეპარქიის ყოფილი წინამძღვარი პეტრე ცაავას საპატრიარქომ დასაჯა და მღვდელმთავრობა აღუკვეთა.

პეტრე ცაავას მხარდამჭერები უარს ამბობენ დაემორჩილონ საპატრიარქოს მიერ მივლენილ მიტროპოლიტ სტეფანეს, სანამ არ შესრულდება მათი მთავარი მოთხოვნა - საერთო კრებაზე განიხილონ პატრიარქის მიმართ პეტრე ცაავას ბრალდებები, ჰომოსექსუალური კავშირებისა და სექსუალური ძალადობის შესახებ. საპატრიარქო სინოდის სხდომაზე „ცრუ ბრალდების“ განხილვაზე უარს ამბობს და ყოფილი მიტროპოლიტის მხარდამჭერ ბერებს „ცრუ პეტრეს“ მომხრეებს უწოდებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG