ვისკონსინის შტატის ქალაქ უაკიშაში, პირმა, რომლის ვინაობა ჯერჯერობით უცნობია, ავტომობილით ჯებირები გაარღვია და მოახლოებული შობის აღსანიშნავად მიმდინარე საკვირაო, სადღესასწაულო მსვლელობის მონაწილეებში შევარდა. პოლიციის ინფორმაციით, ეჭვმიტანილი დაკავებულია.
ქალაქის პოლიციის უფროსმა დენ ტომპსონმა დაადასტურა, რომ არიან დაღუპულები, თუმცა, განაცხადა, რომ გარდაცვლილთა რიცხვს მხოლოდ მათი იდენტიფიცირების და ოჯახების ინფორმირების შემდეგ გამოაქვეყნებენ.
CNN-ის ინფორმაციით, ორ კლინიკაში იმყოფება სულ მცირე 28 დაშავებული, ძირითადად, ბავშვები. ქალაქში მომხდარი ტრაგედიის გამო, ორშაბათს, 22 ნოემბერს არ იმუშავებს არცერთი სკოლა. სულ მცირე 24 საათით დაიკეტა ძირითადი ქუჩები.
დაწერეთ კომენტარი