Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

Copy-paste საზოგადოება


ავტორი: ნინა ხუციშვილი

თქვენ განსხვავებულები ხართ ნამდვილად. 21 საუკუნე ინდვიდუალიზმის და განსხვავებულობის,უნიკალურობის,საკუთარი შესაძლებლობების შეცნობის, პიროვნებაზე ორიენტირებული თერაპიების,იოგების,გენდერული მულტიფუნქციონირების,უნისექსი სამოსის და ურიერთობების,ყოველგვარი და ყველანაირი თავისუფლების ზეიმია.

როგორ შეიძლება არ იყო ამ დროს განსხვავებული,ეს შეუძლებელია.რომც გინდოდეს ვერ იქნები სხვისნაირი,მეორე შენნაირი არ არსებობს,შენ უნიკალური განუმეორებელი და ერთადერთი არსება ხარ.ამიტომაც დადიხარ განსხავევბული ადგილებში,სადაც შენნაირი განსხვავებულები იკრიბებიან.იცვამ ისე როგორც შენნაირი განსხვავებულები იცვამენ. ტატუებიც ისეთი განსხვავებული გაქვს,როგორიც შეიძლება იყოს განსხვავებული ტატუ. ძააან განსხვავებული და ორიგინალური. პირსინგები ნუ ხო,ზოგიერთს აქვს მაგრამ შენ მაინც განსხვავებულად გაიხვრიტე და სხვაირად გიხდება. ხო რაც მთავარი და მნიშვნელოვანია სამოსი. ო რომ არა ეს დიდებული განსხვავეული სტილი,რა გვეშველებოდა დემნას გარეშე,წარმოდგენაც მიჭირს. მას ვაღიარებ მართლაც მან შექმნა ახალი სტილი.ნამდვილად ამჯერად ნამდვილად განსხვავებული.და მოდაც ხომ ისაა რასაც შემდეგ მასა იცვამს იმას რაც მოდაშია. მართალია ჩვეულებრივ მოკვდავებს ნაკლებად მიუწვდებად ხელი ბრენდის ორიგინალ ნიმუშებზე თუმცა პატენტს რა გამოლევს,

დემნას განსხვავებული სტილი გადაიქცა მოდად,შეუძლებელია ეს თავისუფლების,განსხვავებულობის იდეა,რასაც მისი სამოსი გულისხმობს არ მოსწონდეს განსხვავებულ საზოგადოებას.მადლობა მას,ჩვენ ქართველებს განსაკუთრებით გვეამაყება,ოდითგანვე ვამაყობთ საკუთარი წარმატებული ქართველებით. იმათაც აცვიათ ბალენსიაგას თრიფლ ბოტასი ვინც ჯიგიტი ჰომოფობია და 17 მაისს ქართველობის წართმევის დღეს მიიჩნევს. ორი განსხვავებული დაჯგუფება ვერ თანხმდება,რა უნდა ვქნათ? Who knows. ..or god knows..

ერთ ზაფხულს ანაკლიაში რომელიღაც ფესტივალზე ვიყავი,ამდენი განსხვავებული ადამიანის ნახვით იქვე თუ არ მოვკვდებოდი არ მეგონა. და რაც იქ ვნახე არამგონია იმაზე მეტი ინდივიდუალიზმი სადმე მენახოს. თუ ვინმეს მზის მთვარის და პლანეტების და კიდევ იმის იქითაც რამის გწამთ მაგათ თავს ვფიცავ(ღმერთის დაფიცება არ შეიძლებაო) ,მე ვნახე ადამიანები ...როგორ დავალაგო სიტყვები სწორად..ესეიგი განსხვავებული ცეკვის მანერით მოცეკვავე ადამიანები. ეს იყო მიმდინარეობა,ეს იყო „გასული“ ცეკვა. ოღონდ ამას ყველა ვერ იზამს,მხოლოდ რჩეულები.ოღონდ რჩეულები ცოტა არ არიან,ამას უნდა მიხვდეთ.

ხოდა იმას ვამბობდი რომ არ ვიცი სხვა ქვეყანაში რა ხდება,იქაც ასეთი მომძლავრებულია თუ არა განსხვავებულობის იდეა თუ მხოლოდ ჩვენთან. მგრამ რა არის გაუგებარი,ჩვენ ხო გლობალიზაციის მსხვერპლი ვართ,თუ პირიქით მისი მადლი გადმოდის ჩვენზე.

ჩვენ ხომ რომანტიზმის მიმდევრები ვართ.წარსული საამაყო გვაქვს,“russia is occupant”.

Billie iliish -ი ყველაზე ახალგაზრდა გრემის მფლობელი და თინეიჯერების კუმირია. She is really different. მაგრამ როგორ ხდება რომ ეს განსხვავებული ადამიანები ასეთ ზომბებს წარმოშობენ ხოლმე.არადა ისინი გულისხმობენ ხშირად,რომ შენ მასას არ ეკუთვნი.ეს ძალიან პოპულარული იდეაა პრიციპში. ისე ამერიკას უფროსი თაობები ლანძღავენ თორემ რა ეშველებოდა ჩვენს თინეიჯერებს.“სკეიტკულტურა“ ეს -ესაა ასე მასობრივად დამკვდრდა,რას შესთავაზებდა გასართობად ახალგაზრდებს მამის თაობა,სასმელს თუ ნარკოტიკებს?ეგ ისედაც აქვთ. ის რაც ამერიკამ 70 წლის წინ გამოიარა,თბილისში ახლა იწყება. მაგრამ ეს რაღაც ჰიბრიდული კულტურაა,ძნელია განსაზღვრა რა მოხდება,იქ სადაც ასეთი „განსხვავებული ზომბირებაა“.

ქრისტე თავისუფლებას, განსხვავებულობას არ ქადაგებდა? მაგრამ რა გამოვიდა ამისგან - ფანატიკოსი ხალხი და ერები,ისეთივე როგორიც ჩვენ ვართ.

რაც არ უნდა იყოს მაინც მიყვარს ჩემი განსხავვებული ქვეყანა,ჩემი ქალაქი. სადაც ასეთი ინდივიდუალიზმი სუფევს. სადაც ასეთი ამოჩმებული ადგილებია,როგორიცაა ფაბრიკა - ინდივიდუალური ახალგაზრდებისთვის,სადაც ისინი იკრიბებიან. „დასტოინი“ ხალხი რუმსში დადის,კიდევ კარგი აი ისევ ერთი განსხავვებული ქართველი,რომელმაც უთხრა თბილისელებს.მოდით აქ თქვენ ხომ განსაკუთრებულები ხართ,ამიტომ განსაკუთრებულ ადგილს იმსახურებთ.არაფერი საწინააღმდეგო არ მაქვს,გადასარევი ინტერიერის ნიმუშია და ნამდვილად კარგი ადგილია. კიდევ გვაქვს sxvebi მაგრამ ამით ამოვწურავ.

მე მომწონს ჩემი ქვეყანა ასეთი როგორიც არის,ეს აწმყოა.რომელიც საზრდოობს ძველით და თავისი ახალი არაფერი ჯერ არ შეუქმნია,ჯერ copy-paste რეჟიმშია. თავისი ინდივიდუალური ფოტოგრაფებით,რომლeბიც ინდივიდუალურ ახალგაზრდებს იღებენ განსხვავებულ ადგილებში,განსხვავებული თმის ფერით,ტატუებით და პირსინგებით.

უბრალოდ მე გაბრაზებული ვარ რომ ვერ გავხდი განსხვავებული,ჯერჯერობით ტატუც არ მაქვს. იმედია როდესმე გავხდები ისეთი ორიგინალური როგორებიც არიან ჩემი თანამოქალაქეები. ან როცა ქალობაში შევალ,ჩვენ საამაყო ქალებს დავემსგავსები,დიდი ძუძუებით,დიდი ტრაკით და დიდი ტუჩებით. ეგ პრობლემას არ წარმოადგენს,ეხლა არ მაქვს მაგრამ მექნება. როდემდე უნდა ვიცხოვრო ზომბივით,როდემდე ვგავდე სხვებს,ამას წერტილი უნდა დაესვას.მომბეზრდა.

მინდა ვიყო ინდივიდი.

უი აცრა???

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG