Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაგები-წყნეთის დამაკავშირებელ გზაზე მთის ფერდის მცირე ნაწილი ჩამოიშალა


ბაგები-წყნეთის დამაკავშირებელ გზაზე არსებულ მეწყრულ ზონაში მთის ფერდის მცირე ნაწილი ჩამოიშალა, -ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

„ადგილზე იმყოფებოდნენ დედაქალაქის მერიის შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები, გეოლოგები და კონსტრუქტორები. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, დაიგეგმა ფერდის გამაგრების საპრევენციო ღონისძიებები“,- ნათქვამია მერიის განცხადებაში.

ადგილზე სამუშაოების წარმოების მიზნით საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება 26 ნოემბერს, 00:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე და ასევე, 27 ნოემბრის 00:00-დან 06:00 საათამდე პერიოდში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG