Accessibility links

site logo site logo

გერმანიის ახალ კოალიციას სურს განვითარდეს ევროკავშირის "აღმოსავლეთის პარტნიორობის" პროგრამა


გერმანიაში სოციალ-დემოკრატები, მწვანეთა პარტია და თავისუფალი დემოკრატები აცხადებენ, რომ დაასრულეს კოალიციური მოლაპარაკება - რაც ნიშნავს, რომ ქვეყანას, სავარაუდოდ, უკვე შობის დღესასწაულამდე ახალი მთავრობა ეყოლება.

სოციალ-დემოკრატმა ოლაფ შოლცმა, რომელიც, გავრცელებული მოლოდინით, გერმანიის კანცლერი გახდება, 24 ნოემბერს განაცხადა, რომ სამი პარტია შეთანხმდა ახალ მთავრობაზე, რომლითაც დასრულდება ანგელა მერკელის 16-წლიანი მმართველობის ეპოქა.

24 ნოემბერსვე გამოქვეყნდა კოალიციის შეთანხმება, რომელიც მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორებიცაა 2030 წლისთვის გერმანიაში ქვანახშირის გამოყენების აღმოფხვრა და 80 პროცენტით გადასვლა განახლების შესაძლებლობის მქონე ენერგიაზე, იმიგრანტების უფლება გერმანიაში ხუთი წლის გატარების შემდეგ მოქალაქეობაზე შეიტანონ განაცხადი, მინიმალური ხელფასის საათში 12 ევრომდე გაზრდა და სხვა.

შეთანხმებაში ვკითხულობთ, რომ გერმანიის ახალი მთავრობა ევროკავშირთან ერთად იმუშავებს "აღმოსავლეთის პარტნიორობის" პროგრამის განვითარების მიზნით.

"ისეთ სახელმწიფოებს, როგორებიცაა უკრაინა, მოლდოვა და საქართველო, რომლებსაც ევროკავშირში გაწევრიანება სურთ, უნდა შეეძლოთ ბლოკთან დაახლოება სისტემატური რეფორმებით კანონის უზენაესობის და საბაზრო ეკონომიკის სფეროებში", - ვკითხულობთ დოკუმენტში.

შეთანხმებაში ასევე ნათქვამია: "ჩვენ გადაჭრით და მყარად გვექნება რეაქცია დემოკრატიის ცვლილებებზე და დემოკრატიული მოძრაობების პარტნიორები ვიქნებით. ჩვენი სურვილია, მიმოცვლის გამარტივება სამოქალაქო საზოგადოებასთან, მიზანმიმართული სავიზო ხელშეწყობის გზით".

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG