Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცესკომ ახალი მოწვევის საკრებულოების პირველი სხდომები 3 დეკემბერს დანიშნა


2021 წლის ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნების შედეგად არჩეული საკრებულოების პირველი სხდომები 3 დეკემბერს, 12:00 საათზე ჩატარდება. საარჩევნო ადმინისტრაციამ 25 ნოემბერს გამოსცა შესაბამისი განკარგულება, რომელსაც ხელს აწერენ ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი და მდივანი გიორგი ჯავახიშვილი.

კანონმდებლობის თანახმად, ახალი მოწვევის საკრებულოების პირველ სხდომებს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ნიშნავს არჩევნების შედეგების ოფიციალურად შეჯამებიდან 30 დღის ვადაში. ეს ვადა 13 დეკემბერს იწურებოდა. საკრებულოს ახალი შემადგენლობის უფლებამოსილება იწყება, ხოლო ძველის წყდება ახალარჩეული საკრებულოს პირველი შეკრებისთანავე.

ოპოზიციური პარტიები ეჭვს გამოთქვამდნენ, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია საკრებულოების პირველი სხდომების მოწვევას განზრახ აჭიანურებდა და მოითხოვდნენ, რომ ცესკოს სხდომები დროულად დაენიშნა, რათა მომავალი, 2022 წლის ადგილობრივი ბიუჯეტები ახალ შემადგენლობას განეხილა. ეს მოთხოვნა აქტუალური იყო იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც "ქართულმა ოცნებამ" ვეღარ შეძლო საკრებულოებში უმრავლესობის მოპოვება. ასეთ მუნიციპალიტეტებს შორისაა ბათუმი და ზუგდიდი, სადაც დღეს, 26 ნოემბერს, მომავალი წლის ბიუჯეტები "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელთა მწვავე პროტესტის ფონზე დაამტკიცეს 2017 წლის მოწვევის საკრებულოებმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG