Accessibility links

site logo site logo

ყირგიზეთში სულ მცირე 15 პირი დააპატიმრეს „ხელისუფლების ძალადობრივი გზით“ ხელში ჩაგდების მცდელობისთვის


ყირგიზეთის ეროვნული უშიშროების კომიტეტმა დააკავა სულ მცირე 15 ადამიანი, რომლებიც ეჭვმიტანილი არიან ხელისუფლების ძალადობრივი გზით ხელში ჩაგდების მცდელობაში. ძალოვანი უწყება ამტკიცებს, რომ მათ მოიპოვეს „უტყუარი მტკიცებულებები“ დანაშაულებრივი ჯგუფის საქმიანობის შესახებ, რომელსაც „დესტრუქციულად განწყობილი პოლიტიკური ძალები“ ხელმძღვანელობდნენ. მათ შორის, უზბეკეთის უშიშროების სამსახურის ცნობაში საუბარია პარლამენტის წევრებსა და ყოფილ მაღალჩინოსნებზე.

ყირგიზეთის უშიშროებას ბრალდების დეტალების შესახებ ინფორმაცია არ გაუვრცელებია.

რადიო თავისუფლების ყირგიზული სამსახურის ცნობით, ერთ-ერთი დაკავებული მწვანეთა პარტიის წევრი, დეპუტატი ბეკნაზარ კუპეშოვია, რომელიც, ოჯახის წევრების თქმით, საცხოვრებელ სახლში დააკავეს.

როგორც დეპუტატის ძმამ, დენიზ ბეკიშევმა უთხრა რადიო თავისუფლებას, ბეკნაზარი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG