საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი გამარჯვებით გახსნა.
ილიას ზუროსის გაწვრთნილმა გუნდმა თბილისის სპორტის სასახლეში მოუგო უკრაინის ნაკრებს, ანგარიშით 88:83.
საქართველოს ნაკრების წევრთაგან ყველაზე შედეგიანი თად მაკფადენი იყო, 27 ქულით და 9 შედეგიანი გადაცემით. გიორგი შერმადინმა 23 ქულა ჩააგდო. თორნიკე შენგელიამ კი ორმაგი დუბლი შეასრულა, 16 ქულით და 13 მოხსნით.
შესარჩევი ეტაპის მეორე ტურის შეხვედრას ქართველი კალათბურთელები 29 ნოემბერს გამართავენ, სტუმრად, მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონთან - ესპანეთთან.
დაწერეთ კომენტარი