Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

91 წლის ასაკში გარდაიცვალა ბროდვეის ლეგენდარული ფიგურა, სტივენ სონდჰეიმი


91 წლის ასაკში გარდაიცვალა სტივენ სონდჰეიმი, ამერიკელი კომპოზიტორი, პოეტი და დრამატურგი, ბროდვეის არაერთი მიუზიკლის ავტორი. მისი ადვოკატის თქმით, სიცოცხლის ბოლო პერიოდს სონდჰეიმი კონექტიკუტის შტატში, როკსბერიში მდებარე სახლში ატარებდა, სადაც მეგობრებთან ერთად მადლიერების დღე აღნიშნა.

სონდჰეიმი იყო ბროდვეის ლეგენდარული ფიგურა, ლენარდ ბერნსტაინის "ვესტსაიდური ამბის" სიმღერების ტექსტების ავტორი და "ოსკარის" ლაურეატი ნომინაციაში "საუკეთესო სიმღერა".

მას მიღებული ჰქონდა რვა თეატრალური პრემია "ტონი", ამდენივე "გრემი", იყო პულიცერის პრემიის ლაურეატი. 2015 წელს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ სონდჰეიმი თავისუფლების საპრეზიდენტო მედლით დააჯილდოვა.

XS
SM
MD
LG