Accessibility links

site logo site logo

COVID-19: საქართველოში 3 333 ახალი შემთხვევა აღირიცხა, გარდაიცვალა 56 პაციენტი


ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 3 333 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 838 639-ს.

27 ნოემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 9.02%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 8.98%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 8.94%.

Stopcov.ge-ზე განახლებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 56 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 11 927 პირი ემსხვერპლა.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 5 052 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 779 510-მდე.

ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა - 47 176, საიდანაც:

• 6 533 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 588, აჭარაში - 515, იმერეთში - 1 419.
• მძიმე პაციენტია 1 649 პირი, მათ შორის, თბილისში - 645, აჭარაში - 122, იმერეთში - 501. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 363 პირი, მათგან თბილისში - 205, აჭარაში - 39, იმერეთში - 35.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG