Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არჩევნების წინასწარი მონაცემებით ყირგიზეთის პარლამენტში ექვსი პარტია მოხვდა


ყირგიზეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გაავრცელა 28 ნოემბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგები, რომლის მიხედვითაც პარლამენტში ექვსი პარტია მოხვდა. ყველაზე დიდი გამარჯვება მოიპოვა მთავრობის მომხრე სამმა პარტიამ, კიდევ სამმა პარტიამ ხუთპროცენტიანი ბარიერი ნაკლები ხმებით გადალახა.

საპარლამენტო არჩევნებამდე ორი დღით ადრე ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ 15 პირი დააკავა კენჭისყრის შემდეგ სახელმწიფო გადატრიალების დაგეგმვის ბრალდებით.

ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში, ყირგიზეთში ქუჩებში განვითარებულ საპროტესტო აქციებს სამჯერ მოჰყვა მთავრობის ცვლილება, მათ შორის შარშან, კამათის საგნად ქცეული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, რამაც ამჟამინდელი პრეზიდენტი, სადირ ჯაფაროვი მოიყვანა ხელისუფლებაში, ციხიდან გამოსვლის მერე. ჯაფაროვმა დანიშნა საპრეზიდენტო არჩევნები და მასთან ერთად რეფერენდუმი კონსტიტუციის შესაცვლელად, საიმისოდ, რომ პრეზიდენტის უფლებამოსილება გაფართოებულიყო - რასაც მისი კრიტიკოსები ძალაუფლებაზე დაპატრონებად მიიჩნევენ.

28 ნოემბრის კენჭისყრით განმეორდა შარშან ოქტომბერში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები, რომელიც კომისიამ სწრაფად გააუქმა, საარჩევნო დარღვევების შესახებ ცნობების გამო დაწყებული ქაოსური საპროტესტო აქციების ფონზე.

90-ადგილიან, ერთპალატიან პარლამენტში მოსახვედრად 21 პარტია და ასობით რეგიონული კანდიდატი იბრძვის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG