Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს საკალათბურთო ნაკრები ესპანეთთან თორნიკე შენგელიას გარეშე ითამაშებს


საქართველოს საკალათბურთო ნაკრები ესპანეთთან მატჩს თორნიკე შენგელიას გარეშე ჩაატარებს. მიზეზი მუხლის ტრავმაა, რომელიც შენგელიამ სამი დღის წინ მიიღო, თბილისის სპორტის სასახლეში.

26 ნოემბერს, მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის სასტარტო მატჩში, ქართველმა კალათბურთელებმა უკრაინა დაამარცხეს (88:83) და საქართველოს ნაკრების კაპიტანი მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო. მან მუხლი ერთ-ერთ სათამაშო ეპიზოდში იტკინა და მოედანიც დატოვა, მაგრამ შემდეგ დაბრუნდა და მეტოქის ძლევაში უმნიშვნელოვანესი წვლილი შეიტანა.

შენგელია ესპანეთშიც გაემგზავრა გუნდთან ერთად, მაგრამ ნაკრების სამედიცინო შტაბის განცხადებით, დღევანდელ შეხვედრაში მისი თამაში გამორიცხულია.

საქართველოსა და ესპანეთის ნაკრებები პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე G ჯგუფის ლიდერები არიან. ესპანელებმა შესარჩევი ციკლი ჩრდილოეთ მაკედონიის სტუმრად ძლევით (94:65) გახსნეს.

დღევანდელი თამაში ესპანეთის ქალაქ ხაენში, თბილისის დროით 23:30 საათზე დაიწყება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG