Accessibility links

site logo site logo

ვენაში განახლდა მოლაპარაკება ირანის ბირთვულ ხელშეკრულებაზე, აშშ და ირანი საწინააღმდეგო პოზიციებზე რჩებიან


ხუთთვიანი ჩიხის შემდეგ, ვენაში განახლდა მოლაპარაკება, რომელიც მიზნად ისახავს ირანთან 2015 წელს გაფორმებული ბირთვული ხელშეკრულების აღდგენას. მიმდინარე მოლაპარაკებაზე ვაშინგტონი და თეირანი კვლავ საწინააღმდეგო პოზიციებს იმეორებენ ამ მნიშვნელოვანი ხელშეკრულების აღდგენის პირობებად.

ერთობლივი კომისიის მოლაპარაკების დაწყება 29 ნოემბერს ტვიტერით გამოაცხადა შეხვედრაზე ევროკავშირის წარმომადგენელმა.

ვენაში მიმდინარე შეხვედრა პრაქტიკულად წარმოადგენს ირიბ მოლაპარაკებას ირანსა და აშშ-ის შორის, რადგან ირანი უარს აცხადებს პირისპირ შეხვედრაზე აშშ-ის წარმომადგენლებთან.

ხელშეკრულება, რომელიც გაფორმდა ირანსა და აშშ-ის, ბრიტანეთს, საფრანგეთს, გერმანიას, ჩინეთსა და რუსეთს შორის, ზღუდავდა თეირანის ქმედებებს ბირთვულ სფეროში, სანქციების მოხნის სანაცვლოდ და ირანის ბირთვულ პროგრამას უფრო ხელმისაწვდომს ხდიდა გაეროს ბირთვული უწყების, IAEA-ის დამკვირვებლებისთვის. მაგრამ ირანმა თანდათან დაიწყო ხელშეკრულებით დაკისრებული შეზღუდვების დარღვევა, მას შემდეგ, რაც აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თავისი ქვეყანა ხელშეკრულებიდან გამოიყვანა და ირანს აშშ-ის მკაცრი ეკონომიკური სანქციები აღუდგინა, ირანის მხრიდან ხელშეკრულებასთან დამორჩილების მიუხედავად. ტრამპის შემცვლელმა, ჯო ბაიდენმა, პირობა დადო, რომ ხელშეკრულებას დაუბრუნდება, თუკი ირანი შეთანხმების პირობებს სრულად შეასრულებს, მაგრამ თეირანს სურს ვაშინგტონმა გადადგას პირველი ნაბიჯები.

ვენაში მოლაპარაკების დაწყებისას ვაშინგტონმა ირანს მოუწოდა დაუბრუნდეს ხელშეკრულებას და მიანიშნა, რომ საწინააღმდეგო შემთხვევაში, აშშ უფრო მკაცრ პოზიციას დაიკავებს, თეირანმა კი მოითხოვა, აშშ-მა ყველა სანქცია მოუხსნას ისლამურ რესპუბლიკას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG