Accessibility links

site logo site logo

ბლინკენი ლავროვს შეხვდება, უკრაინასთან რუსეთის სამხედრო ძალის ზრდის გარშემო დაძაბულობის ფონზე


აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი 2 დეკემბერს სტოკჰოლმში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს შეხვდება, მზარდი დაძაბულობის ფონზე უკრაინასთან რუსეთის სამხედრო ძალების ზრდის გარშემო.

შეხვედრა გაიმართება ეუთოს სამიტის პარალელურად, რომელსაც წინ უძღოდა ლატვიაში ჩატარებული, ნატოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა. ნატოს შეხვედრაზე ბლინკენმა შეშფოთება გამოხატა რუსეთის სამხედრო ოპერაციებზე.

უკრაინა და დასავლეთის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ რუსეთმა ათი ათასობით სამხედრო და მძიმე შეიარაღება შეინარჩუნა უკრაინის საზღვართან, მას შემდეგ, რაც დასავლეთ რუსეთში წელს სამხედრო წვრთნები ჩატარდა და გაუგებარია, "გადაწყვეტილი აქვს თუ არა პრეზიდენტ პუტინს შეჭრა".

გავრცელებული მოლოდინით, ლავროვთან შეხვედრაზე ბლინკენი ილაპარაკებს რუსეთისთვის დამატებითი სანქციების დაწესებაზე იმ შემთხვევაში, თუ მოსკოვი არ შეწყვეტს სამხედრო ძალების ზრდას, თუმცა იტყვის, რომ წინსვლისთვის დიპლომატიური გზებიც არსებობს.

რუსეთი, რომელიც აღმოსავლეთ უკრაინაში კიევის წინააღმდეგ მებრძოლ სეპარატისტებს უჭერს მხარს, უარყოფს თავდასხმის გეგმის ქონას. მოსკოვი უკრაინას და მის დასავლელ მხარდამჭერებს ადანაშაულებს დაძაბულობის ზრდაში და მიუთითებს პროცესებზე, რომლებიც, მისი თქმით, უკრაინის სამხედრო ძალების ზრდას წარმოადგენს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG