Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სასამართლომ ლიუბოვ სობოლს პირობითი სასჯელი რეალურით შეუცვალა


ლიუბოვ სობოლი სასამართლო პროცესზე
ლიუბოვ სობოლი სასამართლო პროცესზე

მოსკოვის სასამართლომ გამოსასწორებელი სამუშაოების შესახებ გამოტანილი პირობითი სასჯელი რეალურით შეუცვალა ალექსეი ნავალნის თანამებრძოლ ლიუბოვ სობოლს, რომლის მიმართაც საქმე აღიძრა ეფ-ეს-ბეს თანამშრომლის, კონსტანტინ კუდრიავცევის ბინაში შეჭრის გამო.

აპრილში სასამართლომ სობოლს დააკისრა პირობითი სასჯელი, რაც გამოსასწორებელი სამუშაოების ერთწლიანი ვადის განმავლობაში მსჯავრდებული აქტივისტის ყოველთვიურად პოლიციაში გამოცხადებას და აღრიცხვას ითვალისწინებდა. მაგრამ ნოემბერში რუსეთის სასჯელაღსრულების ფედერალურმა სამსახურმა მოითხოვა გადაწყვეტილების გაუქმება და სასჯელის გამკაცრება, „მასზე დაკისრებული მოვალეობების შეუსრულებლობის, მიყენებული ზარალის ანაზღაურებისგან თავის არიდების ან ახალი დანაშაულის ჩადენის“ გამო, - განაცხადეს სასამართლოში.

გამოძიების ვერსიით, 2020 წლის 21 დეკემბერს სობოლი შეიჭრა კონსტანტინე კუდრიავცევის ოჯახის მოსკოვის ბინაში, კუდრიავცევისა, რომელიც ნავალნის მომხრეების აზრით, ეფ-ეს-ბეს თანამშრომელია და ალექსეი ნავალნის მოწამვლაში მონაწილეობდა. ბრალდების თანახმად, სობოლმა ჯერ ხელი ჰკრა კუდრიავცევის სიდედრს, შემოიარა ბინა და წავიდა. გამოძიებას თავად კუდრიავცევი არ დაუკითხავს, იგი საქმეში არ ფიგურირებს, არც როგორც მოწმე და არც როგორც დაზარალებული.

3 აგვისტოს, მოსკოვის სასამართლომ ოპოზიციონერი აქტივისტი დამნაშავედ ცნო ე.წ. სანიტარიულ საქმეზე. მოსამართლემ ლიუბოვ სობოლს თავისუფლება წელიწად-ნახევრით შეუზღუდა. მას აეკრძალა ღამის ათიდან დილის ექვს საათამდე სახლიდან გასვლა, მოსკოვის დატოვება და მასობრივ ღონისძიებებში მონაწილეობა.

მოგვიანებით, 7 აგვისტოს, საღამოს სობოლი მოსკოვის ვნუკოვოს აეროპორტიდან სტამბოლში გაემგზავრა.

ცოტა ხნის წინ „ნასტოიაშჩეე ვრემიასთან საუბარში სობოლმა განაცხადა, რომ შეიცვალა ადგილი და ახლა იგი უფრო უსაფრთხოდ გრძნობს თავს. ოქტომბერში რუსეთის ხელისუფლებამ ლიუბოვ სობოლზე ძებნა გამოაცხადა.

XS
SM
MD
LG