საქართველოში, გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 67 პაციენტი. ქვეყანაში კოვიდით უკვე 12 200-ზე მეტი ადამიანია გარდაცვლილი.
სამთავრობო საიტ stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემებით, გასულ 24 საათში ჩატარებული 51 749 ტესტირებიდან დადასტურებულია კორონავირუსით ინფიცირების 4 100 შემთხვევა. 3 397-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რიცხვი.
3 დეკემბრის დილისთვის დადებითობის მაჩვენებელია:
- დღიური - 7.92%;
- ბოლო 7 დღის - 8.39%;
- ბოლო 14 დღის - 8.75%.
3 დეკემბრის დილის მდგომარეობით, სტაციონარში 6 550 პაციენტია, ხოლო კლინიკურ სასტუმროში - 1 127.
2020 წლის 26 თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 857 933 შემთხვევა. მათგან 799 850 გამოჯანმრთელების. COVID-19-ით გარდაცვლილია 12 258 ადამიანი.
დაწერეთ კომენტარი