Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კრიშტიანუ რონალდუ გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელსაც 800 გოლი აქვს გატანილი


„მანჩესტერ იუნაიტედისა“ და პორტუგალიის ნაკრების თავდამსხმელი კრიშტიანუ რონალდუ გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელმაც ოფიციალურ მატჩებში 800 გოლის გატანა შეძლო. მან ეს რეკორდი წუხელ დაამყარა ლონდონის „არსენალის“ წინააღმდეგ მატჩში.

მისი შედეგი 36 გოლით აღემატება ბრაზილიელი პელასას, რომელსაც 765 გოლი აქვს გატანილი. 754 გოლით მესამე ადგილზეა „პარი სენ-ჟერმენის“ ნახევარმცველი ლიონელ მესი.

რონალდუ საუკეთესო ბომბარდირია ნაკრები გუნდების ისტორიაში, ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში და ევროპის მთავარი საკლუბო ტურნირის, ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში. მას 450 გოლი აქვს გატანილი მადრიდის „რეალის“ შემადგენლობაში, 130 – „მანჩესტერ იუნაიტედში“, 115 - პორტუგალიის ნაკრებში, 101 - ტურინის „იუვენტუსსა და ხუთი - ლისაბონის „სპორტინგში“.

სპორტსმენმა ინსტაგრამში თავის გვერდზე ასეთი კომენტარი დაწერა: „ფიქრებში უკვე შემდეგ თამაშში ვართ, ზეიმის დრო არ გვაქვს.“

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG