Accessibility links

site logo site logo

ყაზახეთის უზენაესი სასამართლოს მოსამართლე კორუფციის ბრალდებით კოლონიაში მოხვდა


მოსამართლე მეირამ ჟანგუტინოვი პროცესზე, 2011 წლის 5 აგვისტო.

ყაზახეთის უზენაესი სასამართლოს ყოფილ მოსამართლეს, მეირამ ჟანგუტინოვს, ხუთი წლით პატიმრობა მიესაჯა თაღლითობისა და მექრთამეობისთვის. განაჩენის თანახმად, ყოფილმა მოსამართლემ ქვეყნის სამხრეთში მდებარე, თურქესტანის ოლქის რაიონული მოსამართლისგან ქრთამი აიღო, მისი სხვა სამუშაოზე გადაყვანის სანაცვლოდ.

რადიო თავისუფლების ყაზახური სამსახურის ცნობით, ჟანგუტინოვის დაპატიმრების სანქცია აპრილში გაიცა, მაგრამ ის ჯერ კიდევ თებერვალში დააკავეს. მოსამართლის დაკავების შემდეგ გამოცხადდა, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეს უფლებამოსილების ვადა ჯერ კიდევ გასული წლის დეკემბერში ამოსწურვია.

სასამართლომ პატიმრობის იგივე ვადა მიუსაჯა მოსამართლეს, რომელმაც ჟანგუტინოვს ქრთამი მისცა. ორივე მსჯავრდებულს უვადოდ აეკრძალათ ნებისმიერი სახელმწიფო თანამდებობის დაკავება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG