Accessibility links

site logo site logo

შსს-მ პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით 1 პირი დააკავა


მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერების აქცია. 29 ნოემბერი, 2021 წ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს პირი, რომელიც, როგორც შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, 29 ნოემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოსთან მიმდინარე პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერების მიერ გამართულ საპროტესტო აქციაზე თავს დაესხა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელს და ფიზიკური დაზიანება მიაყენა დროშის ტარით, თავის არეში.

გამოძიება სსკ-ის 353-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს. 1974 წელს დაბადებულ კ. ქ.-ს 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

ამავე დღეს, პოლიციელის მიმართ წინააღმდეგობის და ძალადობის ბრალდებით 4 პირია დაკავებული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG