Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კორონავირუსით გარდაიცვალა კიდევ 46 ადამიანი


დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 3410 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა კიდევ 46 პაციენტი. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 12 344 პირი ემსხვერპლა.


გასული 24 საათის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 4732 პაციენტი. ჩატარდა 37 714 ტესტი.

დადებითობის მაჩვენებელი:

დღიური - 9.04%

7 დღის - 8.33%

14 დღის - 8.63%

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 865 293-ია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG