Accessibility links

site logo site logo

2021 წლის მესამე კვარტალში საშუალო ხელფასი გაიზარდა და შეადგინა 1455 ლარი


საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ანგარიშის მიხედვით, 2021 წლის III კვარტალში საშუალო თვიური ხელფასი ბიზნეს სექტორში 1 455,5 ლარს გაუტოლდა. გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით საშუალო ხელფასი გაზრდილია 149,7 ლარით. მათ შორის, ქალების ხელფასმა შეადგინა - 1 143,6 ლარი (გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით გაიზარდა 145,2 ლარით).

საწარმოთა ზომის მიხედვით საშუალო თვიური ხელფასი შემდეგნაირია:

  • მსხვილი ბიზნესი – 1 484,2 ლარი
  • საშუალო ბიზნესი – 1 703,8 ლარი
  • მცირე ბიზნესი – 1 253,7 ლარი.

საშუალო ხელფასის გაანგარიშება თვითდასაქმებულებს არ შეეხებათ. საშუალო ხელფასის კვარტალური სტატისტიკის საფუძველია 15 000 საწარმოდან მიღებული ხელფასების შესახებ ცნობებზე დამყარებული კვლევა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG