Accessibility links

site logo site logo

ფინანსთა მინისტრი: 2022 წლიდან ჯანდაცვის ისეთ პროგრამებს დავაფინანსებთ, რომლებსაც არ ვაფინანსებდით


ლაშა ხუციშვილი, ფინანსთა მინისტრი

ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა 2022 წლის ბიუჯეტზე საუბრისას თქვა, რომ მომავალი წლიდან სახელმწიფო ჯანდაცვის ისეთ პროგრამებს დააფინანსებს, რომლებიც მანამდე არ არსებობდა. მინისტრმა მაგალითად მოიყვანა შემდეგი პროგრამები:

  • სპინალური ატროფიის მქონე ბავშვთა დახმარება;
  • დიაბეტის მქონე ბავშვების მუდმივი მონიტორინგისთვის თანამედროვე აპარატურის შეძენა;
  • ღვიძლის და ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის ოპერაციის თანადაფინანსება;

ფინანსთა მინისტრის თქმით, მომდევნო წელს კოვიდისთვის გამოყოფილი თანხა 500 მილიონი ლარი იქნება, ვაქცინები კი, რომლებიც 2022 წელს იქნება საჭირო, სახელმწიფოს უკვე ნაყიდი აქვს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG