Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში კორონავირუსის 4200-ზე მეტი ახალი შემთხვევაა, კიდევ 53 ადამიანი გარდაიცვალა


საქართველოში, გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 53 პაციენტი. ქვეყანაში კოვიდით უკვე 12 500-ზე მეტი ადამიანია გარდაცვლილი.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, გასულ 24 საათში ჩატარებული 55 130 ტესტირებიდან დადასტურებულია კორონავირუსით ინფიცირების 4 226 შემთხვევა. 4 091-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რიცხვი.

8 დეკემბრის დილისთვის დადებითობის მაჩვენებელია:

  • დღიური - 7.67%;
  • ბოლო 7 დღის - 7.96%;
  • ბოლო 14 დღის - 8.31%.

2020 წლის 26 თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 875 806 შემთხვევა. მათგან 817 963 გამოჯანმრთელების. COVID-19-ით გარდაცვლილია 12 519 ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG