Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაბუნია ტიკარაძის გადადგომაზე: მოულოდნელი იყო, გუშინ გახდა ჩვენთვის ცნობილი


საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია ამბობს, რომ მისი ხელმძღვანელის, ეკატერინე ტიკარაძის გადადგომა მოულოდნელი იყო და ეს ინფორმაცია გუშინ, 9 დეკემბერს გაიგო. სწორედ გუშინ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ჰკითხეს მინისტრის მოადგილეს პარლამენტში ჟურნალისტებმა.

"მიზეზებთან დაკავშირებით თავად მინისტრმა არ ისაუბრა. მე ზედმეტად ამასთან დაკავშირებით კომეტარს ვერაფერს ვერ გავაკეთებ. ვფიქრობ, ეს არის ცვლილების დრო და ეს იყო ის გადაწყვეტილება, რომელიც მინისტრმა მიიღო იმითვის, რომ მისი პროფესიული ექსპერტიზა, გამოცდილება და შესაძლებლობები ნაყოფიერად მოხმარდეს ისევ და ისევ ქვეყნის პოლიტიკურ აქტივობებს...

მოსალოდნელი არ იყო. ეს იყო მოულოდნელი გადაწყვეტილება, რომელიც გახდა ჩვენთვის გუშინ ცნობილი", - თქვა გაბუნიამ.

მან ასევე აღნიშნა, რომ არ იცის, გააგრძელებს თუ არა მუშაობას ჯანდაცვის სამინისტროში, რადგან მინისტრის გადადგომის შემდეგ ისიც თანამდებობის გარეშე რჩება.

"როდესაც მინისტრის ტოვებს პოზიციას, მინისტრის მოადგილეებიც ტოვებენ მასთან ერთად პოზიციას - შემდეგ ახალი მინისტრი გადაწყვეტს, რა გუნდით და რა შემადგენლობით გააგრძელებს მუშაობას..." - თქვა მან.

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა თითქმის 3-წლიანი მუშაობის შემდეგ თანამდებობა დატოვა. ტიკარაძემ "ქართული ოცნების" პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ ის მოვალეობას წლის ბოლომდე შეასრულებს, შემდეგ კი მუშაობას პარტიის პოლიტსაბჭოში განაგრძობს. მას გადადგომის მიზეზებზე არ უსაუბრია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG